დასახელება:
უმცროსი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ლიდერ კრედიტი
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 24 აგვისტო
|
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე.
კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს.
შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპენტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!
შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე
მდებარეობა: ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზ.11
სამუშაო გრაფიკი: საბანკო, სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
სამუშაო აღწერილობა:
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, კონტროლი და დაარქივება;
** ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების ჩამოტვირთვა RS.GE-დან;
** კომპანიაში არსებული შიდა საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა;
** ბანკის ამონაწერების საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ხარჯის საბუთების კონტროლი და პროგრამაში ასახვა;
** საქვეანგარიშო ანგარიშების ბრუნვის კონტროლი;
** სხვადასხვა ყოველდღიური ოპერაციის შესაბამისი გატარებების შესრულება;
** სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობა;
** კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახის დავალებების შესრულება და რეპორტინგი.
ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს,
** შესაბამისი განათლების მქონეს (სასურველია ეკონომიკური, საფინანსო, ბუღალტრული მიმართულებით);
** საბანკო-საფინანსო სფეროს ინტერესით;
** ბუღალტრის /ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით;
** ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილებით (უპირატესია LoanKeeper-ში);
** საოფისე პროგრამების (MS Excel) კარგი ცოდნით;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანს, ორგანიზებულსა და მოწესრიგებულს;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნებით.
თუ თვლით, რომ ეს ვაკანსია თქვენთვისაა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: Hr@leadercredit.ge
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 24 აგვისტო.
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.
დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge
მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო "ლიდერ კრედიტის" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო "ლიდერ კრედიტში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.
თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო "ლიდერ კრედიტმა" შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|