"KoCos" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის თანამდებობაზე.
ხელფასი: 1000-1200 ლარი თვეში
საწყობის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღმის რაიონი (Goodwill-ის მაღაზიასთან ახლოს),
მოვალეობები:
** პროდუქციის განაწილება ფილიალებში (თვეში 7-8-ჯერ): პროდუქტების ფორმირება ფილიალებში (8 მაღაზია) სიის მიხედვით, ყუთებში შეფუთვა, აწონვა, კურიერის რეგისტრაცია გადაზიდვისთვის (15:00 საათამდე), ამანათების გადაცემა საკურიეროსთვის.
** ახალი შეკვეთის მიღება (თვეში 1-3-ჯერ): პროდუქტების გადმოტვირთვა საწყობში, მიღებული პროდუქციის რაოდენობის შემოწმება, მიღებული პროდუქციის განაწილება ფილიალებში
** ინვენტარიზაცია საწყობში (თვეში 1-ჯერ)
** სისუფთავისა და წესრიგის დაცვა საწყობში.
თანამშრომლის ძირითადი თვისებები: პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური, ფიზიკური ჯანმრთელობა, რუსული ენის ცოდნა მისასალმებელია.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გამოაგზავნეთ: kocosgeorgia@gmail.com
|