დასახელება:
დღის მზრუნველი
|
მომწოდებელი:
ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
ა (ა)იპ "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი" აცხადებს ვაკანსიას მის მიერ ადმინისტრირებულ ხანდაზმულთა სათემო მომსახურებაში დღის მზრუნველის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო დრო: 8 სთ დღეში. დილის 9:30-დან 18:30სთ-მდე, ერთსაათიანი შესვენება.
** მუშაობის განრიგი: ყოველ მეორე დღეს, თვეში 15-16 დღე.
** სამუშაო ადგილი: გურიის რეგიონი, ქ. ოზურგეთი, ანასეული, მეცნიერების ქ.16
** ვაკანტური ადგილის რაოდენობა - 2 ადამიანი.
"დღის მზრუნველი" ძირითადი მოვალეობები:
** იზრუნოს ხანდაზმულთა სახლში მცხოვრებ ბენეფიციარებზე.
** დაიცვას ხანდაზმულთა უსაფრთხოება.
** დღის წესრიგის გათვალისწინებით, მიზნობრივად დაგეგმოს ბენეფიციართა თავისუფალი დრო.
** იზრუნოს ბენეფიციართა კვებაზე, ჰიგიენაზე, ინტერიერისა და ეზოს სან-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე.
** ბენეფიციართა ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჩართოს ისინი სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში, ასევე, კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში.
** ბენეფიციარებთან მუშაობა წარმართოს მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, რომლის დაკმაყოფილების პროცესში მხედველობაში მიიღებს მათ თავისებურებებს, უნარებს, შესაძლებლობებსა და ინტერესებს, ასევე, იზრუნებს მათ თვითმოვლის უნარების განვითარებაზე.
** იზრუნოს ხანდაზმულთა ჯანმრთელობაზე (ვალდებულია ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში დროულად მიმართოს ექიმს და ადმინისტრაციას, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე აღმოუჩინოს პირველადი დახმარება, გამოიძახოს სასწრაფო დახმარების ბრიგადა), წამოჭრილი პრობლემის შესახებ აცნობოს ხანდაზმულთა სახლის ადმინისტრაციას კომპეტენციის შესაბამისად.
მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
** სასურველია საშუალო პროფესიული განათლება (ექთანი).
** ქართულის წერითი უნარები და მეტყველება.
** სასურველია, სასაუბრო რუსული ენის ცოდნა (რუსულენოვანი ბენეფიციარებისათვის).
** გუნდური მუშაობის უნარი, კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** სტრესულ გარემოში და კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვთ იმუშაოთ პროფესიონალებთან ერთად და იზრუნოთ განვითარებაზე.
** იზრუნოთ მოხუცებზე.
** მიიღოთ კონკრეტული ანაზღაურება.
** იმუშაოთ უსაფრთხო სამუშაო გარემოში.
წარსადგენი დოკუმენტაცია:
** განცხადება.
** ავტობიოგრაფია/რეზიუმე (CV).
** სამოტივაციო ან სარეკომენდაციო წერილი.
** ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სასურველია, დიპლომი, სერტიფიკატი.
დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ ელექტრონულად ორგანიზაციის ელფოსტაზე ypuozurgeti@yahoo.com ან youngpedagoguesunion@gmail.com. გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ "ვაკანსია დღის მზრუნველი".
დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 31 აგვისტო, 18:00 სთ.
დამატებითი ინფორმაცია:
** განცხადებების გადარჩევა. კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც კომისიის მიერ აპლიკაციის გადარჩევის საფუძველზე, მიჩნეული იქნება საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მიმართებაში შესაბამის კანდიდატად.
** დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად მომდევნო ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან (განცხადებაში მითითებული ტელეფონის (სასურველია ორი ნომერი) ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).
** კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით. ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
** დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 557 60 21 83
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზაცია, ერთი წლის ვადით ინახავს მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
|
|
|
|