დასახელება:
იურისტის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
მასტერ თრეიდი
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
"მარს - ვრიგლის" (სნიკერსი) ოფიციალური პარტნიორი საქართველოში შპს "მასტერ თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის ასისტენტის პოზიციაზე თბილისში.
კომპანიასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: http://master-trade.ge/home
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება
** სამოქალაქო სამართლის სიღრმისეული ცოდნა
** კარგი ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევები
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა
** ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** სასამართლო პრაქტიკის მოძიება
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** სხარტი აზროვნება;
** დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დღეები ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით (ყველა ოფიციალურ უქმე დღეს დასვენება)
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
** ულიმიტო სასაუბრო დრო.
ჩვენ გთავაზობთ: პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და რაც მთავარია განვითარების, კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@master-trade.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|