Робота для біженців з України
მშენებლობის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მშენებლობის ინჟინერი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს მშენებლობის ინჟინრის ვაკანსიას ცენტრალურ ფილიალში.

სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას 27ბ
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო ქსელების პროექტირების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** არსებული პროექტების და ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა და მოსალოდნელი რისკების ანალიზი;
** სამშენებლო მოედანზე მიმდინარე ყოველდღიური პროცესების მონიტორინგი და კონტროლი;
** კომპანიაში მიმდინარე მშენებლობებზე ტექნიკურ-საზედამხედველო კონტროლი;
** სამშენებლო მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობების აღრიცხვა და კონტროლი;
** მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
** პროექტების განხორციელებისას ცვლილებების საჭიროებების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი, გადაწყვეტილებების ალტერნატივების მომზადება, განხილვა პროექტის მენეჯერთან ერთად;
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა პროექტის მენეჯერთან;
** ფორმა 2-ში წარმოდგენილი მოცულობებისა და სამუშაოების გადამოწმება და დადასტურება;
** ხარჯთაღრიცხვების რევიზია და პროექტთან შედარება;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების და Autocad ცოდნა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

რეზიუმეს გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს: https://aversiclinic.selfrecruit.ge/s/Hdt7

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ავერსის კლინიკა" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 12 თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავერსის კლინიკამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო hr_clinic@aversi.ge თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" mladvisoryteam@gmail.com; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე