დასახელება:
ბაღდათის სოციალური ინკლუზიის ცენტრის პედაგოგის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის
|
გამოქვეყნდა: 30 ივლისი
/ ბოლო ვადა: 17 აგვისტო
|
"ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის" აცხადებს ვაკანსიის ბაღდათის სოციალური ინკლუზიის ცენტრის პედაგოგის ასისტენტისპოზიციაზე.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზედა დიმი
მომწოდებელი: ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის
გამოქვეყნების თარიღი: 2025 წლის 30 ივლისი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 17 აგვისტო
სოციალური ინკლუზიის ცენტრი ემსახურება 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ცენტრის მიზანს, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გამომუშავება/შენარჩუნება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.
პედაგოგის ასისტენტი პასუხისმგებელია, მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ფუნქციური და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარების ხელშეწყობაზე.
ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის პედაგოგის ასისტენტრი შერჩევისას უპირატესობას მიანიჭებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.
ძირითადი მოვალეობები:
** ბენეფიციართა მდგომარეობაზე მუდმივი დაკვირვება, ზრუნვა და კონტროლი;
** ბენეფიციართა ფუნქციური და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებისა და ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
** თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალური განვითარების გეგმით დასახული ამოცანების განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
** პედაგოგის დახმარება ინდივიდუალური და ჯგუფური ღონისძიებების ორგანიზების პროცესში;
** ბენეფიციართა დახმარება კვების პროცესში;
** ბენეფიციართა პირადი ჰიგიენის დაცვის ხელშეწყობა;
** ცენტრში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
სავალდებულო უნარ-ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:
** უმაღლესი/ან პროფესიული განათლება, სასურველია სოციალურ მეცნიერებათა სფეროში (მედიცინა, პედაგოგიკა);
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა, მეტყველება);
** კარგი კომუნიკაციის უნარი, კონფლიქტების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** კეთილსინდისიერება;
** შშმ ბავშვებთან/პირებთან მუშაობის გამოცდილება;
დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია), სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, მინიმუმ 2 პირის რეკომენდაცია (სასურველია დამქირავებლის მიერ გაცემული) ელ_ფოსტაზე: contact.head.ge@gmail.com "თემაში" მიუთითეთ პედაგოგის ასისტენტის ვაკანსია. საკონტაქტო ტელ: 0431 251333
განაცხადების მიღება წარმოებს 2025 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით 24:00 საათამდე.
კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას ორგანიზაციის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
|
|
|
|