დასახელება:
ღამის აუდიტორი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო Wyndham Batumi
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 29 აგვისტო
|
სასტუმრო "Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას ღამის აუდიტორის პოზიციაზე.
** სასტუმროს მიღება-განთავსების დეპარტამენტის ეფექტური ფუნქციონირების ორგანიზება და კონტროლი;
** სტანდარტული ოპერაციების პროცედურების შექმნა, დანერგვა და კონტროლი;
** სტუმრების კმაყოფილების ზრდაზე ზრუნვა;
** სტუმრებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნებისა და პრეტენზიების მართვა;
** ღამის აუდიტის პროცედურების ჩატარება და რეპორტინგის უზრუნველყოფა;
** გადახდები და დოკუმენტაციის შევსებისა და სისწორის კონტროლი;
** სამუშაო პროცესში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული თანამშრომლობა;
** რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტთან.
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;
პიროვნული მახასიათებლები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
სამუშაო პირობები:
** ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9 საათიან ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.
თუ გინდათ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@wyndhambatumi.com. გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
|
|
|
|