Робота для біженців з України
რკინიგზის დისპეტჩერი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რკინიგზის დისპეტჩერი
მომწოდებელი: ბლექ სი პეტროლიუმი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
"ბლექ სი პეტროლიუმი" აცხადებს ვაკანსიას რკინიგზის დისპეტჩერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი, სოფ: ყულევი
დარგი: ლოგისტიკა / ტრანსპორტი / ნავთობიგადამუშავება
სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ 24 საათი. (3/1-ზე)
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

ტვირთის გადაადგილებისა და მიწოდების გრაფიკის კონტროლი:

** მატარებლების ფაქტობრივი გადაადგილების კონტროლი დადგენილი გრაფიკის მიხედვით.
** გრაფიკიდან გადახრების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება.

მატარებლების გადაადგილების კოორდინაცია:

** გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე შემომავალი და გამავალი რკინიგზის მატარებლების გადაადგილების სრული კოორდინაცია;
** ტვირთის მიღებისა და გაგზავნის ყოველდღიური გრაფიკის შედგენა და მისი შესრულების კონტროლი.

სადგურებთან და მემანქანეებთან კომუნიკაცია:

** მუდმივი კომუნიკაცია სადგურის უფროსებთან და ლოკომოტივის მემანქანეებთან.
** ინფორმაციის გაცვლა მოძრაობის ცვლილებების, შეფერხებებისა და საგანგებო სიტუაციების შესახებ.

ტვირთის ოპერაციების მართვა:

** ავტოცისტერნების განაწილება შესაბამის დატვირთვა/გადმოტვირთვის თაროებზე;
** ურთიერთობა ქარხნის სხვა განყოფილებებთან (სატვირთო საამქრო, საწყობი, ხარისხისა და რაოდენობის კონტროლის სამსახური);
** უსაფრთხოების რეგულაციების მკაცრი დაცვა რკინიგზის ოპერაციების დროს;

დოკუმენტაცია:

** ტვირთისა და ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავება, მონაცემების სისტემაში შეყვანა;
** თითოეული პროდუქტისთვის შემომავალი და გამომავალი ავტოცისტერნების რეესტრების შევსება.
** დარღვევების, შეფერხებებისა და ინციდენტების აღრიცხვა. ტერმინალთან და რკინიგზასთან ერთობლივი აქტების შედგენა და ხელმოწერა.

მოთხოვნები:

** შესაბამისი განათლება ან გამოცდილება რკინიგზის დისპეტჩერის პოზიციაზე
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია ნავთობინდუსტრიაში)
** სარკინიგზო დოკუმენტაციასთან მუშაობის ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებული მუშაობის უნარი
** კარგი კომუნიკაციური უნარები და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office, სპეციალიზებული ლოჯისტიკური პროგრამები)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2025 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@bsp.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე