დასახელება:
სტაჟირება საოპერაციო მიმართულებით
|
მომწოდებელი:
ჰაი-ტექ სოლუშენსი
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 28 აგვისტო
|
"High-Tech Solutions" LTD (HTS) - 2008 წელს დაფუძნებული ქართული IT საკონსულტაციო კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის სფერო და მიმართულება მაღალი დონის IT მომსახურებაა.
კომპანიაში არის სამი მიმართულება:
** IT Infrastructure, Network & Data Solutions Department
** Cyber Security Department
** Digital Transformation Department
** Operational Department
პროექტების მართვის საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებით, მაღალი კვალიფიკაციის მქონე და გამოცდილი ტექნიკური პერსონალის დახმარებით, კომპანია უზრუნველყოფს თითოეული დამკვეთისადმი ინდივიდუალურ მიდგომას, დეტალურად აყალიბებს არსებული პრობლემის ან დასმული ამოცანის არსს და ირჩევს მისი გადაწყვეტის მაქსიმალურად ოპტიმალურ და ეფექტურ გზას.
HTS-ს აქვს თითქმის ყველა წამყვანი IT ვენდორის საპარტნიორო სტატუსი, მათ შორის არის საქართველოს ბაზარზე უნიკალური საპარტნიორო სტატუსებიც, რაც მიუთითებს კომპანიის მაღალ პროფესიონალიზმზე და მომსახურების მაღალ ხარისხზე.
მეტი ინფორმაციისთვის იხ. https://www.hts.ge/
"HT Solutions" აცხადებს სტაჟირებას საოპერაციო მიმართულებით (Customer Success Intern)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #70, City Towers
აუცილებელი მოთხოვნები და ცოდნა:
** სასურველია მე-4 კურსის ბაკალავრის სტუდენტი / კურსდამთავრებული;
** სასურველია მომხმარებელთან კომუნიკაციის IT ინდუსტრიაში გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** ორგანიზაციული და დროის მენეჯმენტის უნარები;
** მიზანდასახულობა, პროაქტიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობისა და პროექტის მართვის უნარები;
პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:
** კომპანიის ძირითადი ტექნოლოგიური დეპარტამენტების (DevOps, Cybersecurity, IT Infrastructure, Big Data) მიერ განხორციელებული პროექტების ყოველწლიური განახლებების და კოორდინაცია;
** შემოსული მოთხოვნების (ელფოსტა, ზარი) მიღება და მათი ანალიზი საბოლოო მომხმარებლისგან;
** მოთხოვნებზე დროული რეაგირება და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
** პროექტის შეთავაზებების/დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა და გაგზავნა;
** სატენდერო პროცედურების მხარდაჭერა და დეპარტამენტების დახმარება ტენდერებში მონაწილეობისთვის;
** მოქმედი კონტრაქტების განახლების მონიტორინგი და შესაბამისი რეპორტინგი;
** CRM სისტემაში არსებული ინფორმაციის განახლება და კონტროლი შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გადმოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: mgobronidze@hts.ge
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 28 აგვისტო.
სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების შპს "ჰაი-ტექ სოლუშენსი"-სთვის გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|