Робота для біженців з України
მაღაზიის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის თანამშრომელი
მომწოდებელი: სულაკაურის გამომცემლობა
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
თუ წიგნის მაღაზიაში მუშაობა შენი ოცნებაა, გაგიმართლა "სულაკაურის გამომცემლობა" თანამშრომლებს ეძებს თბილისში.

** თუ გიყვარს კითხვა
** კარგად იცნობ ჩვენი გამომცემლობის წიგნებს
** გსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა
** წიგნების გარემოცვაში თავს კომფორტულად გრძნობ
** და იცი ინგლისური ენა

მაშინ შენ ის ხარ, ვინც ჩვენ გვჭირდება.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** "სულაკაურის გამომცემლობის" მიერ გამოცემულ წიგნებზე კორპორაციულ ფასდაკლებას;

სამუშაო ადგილი: თბილისი, სულხან ცინცაძის #2, თბილისი, ქავთარაძის #1 (საბურთალოს სითი მოლი)
სამუშაო გრაფიკი: სრული/ნახევარი განაკვეთი

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობიანი
** ორგანიზებული
** პუნქტუალური
** ენერგიული
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მქონე
** მიზანმიმართული
** შედეგებზე ორიენტირებული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@sulakauri.ge და სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი ფილიალის დასახელება: მაღაზიის თანამშრომელი ცინცაძის ფილიალში ან მაღაზიის თანამშრომელი სითი მოლში წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 აგვისტო, 2025 წელი

გისურვებთ წარმატებებს!

* რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

"სულაკაურის გამომცემლობა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის. თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სულაკაურის გამომცემლობის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე