დასახელება:
მაღაზიის ადმინისტრატორი/მოლარე
|
მომწოდებელი:
ზოოჰაბი
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 29 აგვისტო
|
ცხოველთა კვებისა და მოვლის პროდუქტების წამყვანი მაღაზიათა ქსელი ზოოჰაბი ეძებს ენერგიულ და პასუხისმგებლიან მაღაზიის ადმინისტრატორს და მოლარეს. თუ გიყვარს ცხოველები და გაქვს უნარი, მართო გუნდი და მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირი დაამყარო — ეს პოზიცია შენთვისაა! ჩვენ გვჯერა, რომ ცხოველები ჩვენი ოჯახის წევრები არიან. სწორედ ამიტომ ვქმნით მაღაზიებს, სადაც მათ და მათ მფლობელებს მუდამ ელოდებათ სითბო, ხარისხიანი პროდუქცია და კეთილგანწყობილი მომსახურება. დღეს უკვე 15-მდე ზოოჰაბის ფილიალი ფუნქციონირებს საქართველოს მასშტაბით — და ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას.
ჩვენ არ ვითხოვთ მრავალწლიან გამოცდილებას!
ჩვენ გვჭირდება მოტივირებული ადამიანები, ვისაც შევასწავლით საქმეს და პარალელურად გადავუხდით ხელფასს სტაჟირების დროს;
ანაზღაურება: 1000 ლარი (+ბონუსები)
გრაფიკი 2 დღე მუშობა/ 2 დღე დასვენება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელზე თავაზიანი მომსახურება.
** მომხმარებელზე კონსულტაციის გაწევა.
** მომხმარებელზე პროდუქციის ფუნქციების ახსნა.
** პროდუქციის შეთავაზება
** პროდუქციის მიღება
გთავაზობთ:
** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** კონკურენტული ანაზღაურება
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთCV და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება hr@zoohub.com.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 514 000 211.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|