დასახელება:
ტრენერები/მასწავლებლები
|
მომწოდებელი:
Rise Academy Georgia
|
გამოქვეყნდა: 26 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
"Rise Academy Georgia" აცხადებს მასწავლებელთა და ტრენერთა ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: დებატების ტრენერი, რბილი უნარების ტრენერი, ლოგიკის/მათემატიკის მასწავლებელი, ინგლისური ენის მასწავლებელი, ქართული ლიტერატურის მასწავლებელი, რუსული ენის მასწავლებელი.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: riseacademygeo@gmail.com.
სასურველია (თუმცა არააუცილებელი), გამოგვიგზავნოთ 10-წუთიანი დემო გაკვეთილი ვიდეო ფორმატში (ლინკის სახით ან ატვირთული ფაილი), თუკი ამგვარი ვიდეო მოგეპოვებათ.
1. დებატებისა და საჯარო გამოსვლის ტრენერი
ასაკობრივი ჯგუფი: 12-17
კურსი: დებატების სტრუქტურა, არგუმენტაცია, საჯარო გამოსვლა, აუდიტორიის მართვა
მოთხოვნები: სამართალმცოდნეობის, სოციალურ მეცნიერებათა, ჟურნალისტიკის ან მსგავსი მიმართულებით
აკადემიური განათლება:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ტრენინგების, დებატების კლუბის ან კომუნიკაციის სწავლების კუთხით
** გამოცდილება ახალგაზრდებთან დებატებისა და საჯარო გამოსვლების წაყვანაში
** უნარი ბავშვებს ასწავლოს არგუმენტაცია, მსჯელობა და ემოციური რეგულაცია გამოსვლებისას
** ინტერაქციული, სახალისო და სწავლაზე ორიენტირებული გაკვეთილების ჩატარების უნარი
2. რბილი უნარების ტრენერი (Soft Skills Coach/Teacher)
ასაკობრივი ჯგუფი: 9-16
კურსი: ემოციური ინტელექტი, თვითშეფასება, კომუნიკაცია, ლიდერობა, გუნდური მუშაობა
მოთხოვნები:
** ფსიქოლოგიის, განათლების, სოციალური მეცნიერებების ან ქოუჩინგის აკადემიური განათლება ან სერტიფიკატი
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბავშვებთან ან მოზარდებთან ქოუჩინგში, ტრენინგებში, თერაპიაში ან არაფორმალურ განათლებაში
** კომპეტენცია შემდეგ თემებში: თვითშეფასება, თვითრეგულაცია, კონფლიქტის მართვა, მიზნების დასახვა, თანაგრძნობა
** ჯგუფური პროცესების მართვის და აქტიური მოსმენის უნარი
3. მათემატიკური და ლოგიკური აზროვნების მასწავლებელი
ასაკობრივი ჯგუფები: 6-8 წელი; 9-11 წელი; 12-14 წელი
კურსი: კურსი არ ეფუძნება ტრადიციულ სკოლის პროგრამას და მიზნად ისახავს ბავშვებში ლოგიკური აზროვნების, პრობლემების გადაჭრის უნარების და რიცხობრივი ინტუიციის განვითარებას. სწავლება ეფუძნება თამაშებს, თავსატეხებს, პრაქტიკულ მაგალითებსა და გუნდურ აქტივობებს.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მათემატიკაში, ფიზიკაში, საინჟინრო ან განათლების სფეროში
** ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** გამოცდილება არატრადიციული, თამაშებზე და ამოცანებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებში
** ერთ ჯგუფში სხვადასხვა დონის ბავშვებთან ეფექტურად მუშაობის უნარი
** კრეატიული, ბავშვებზე ფოკუსირებული მიდგომა
4. ინგლისური ენის მასწავლებელი
ასაკობრივი ჯგუფი: ბავშვები და ზრდასრულები
კურსი: ზოგადი ინგლისური, გრამატიკა, კომუნიკაცია
მოთხოვნები:
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ბავშვებთან და ზრდასრულებთან ჯგუფური სწავლების სფეროში
** CELTA ან DELTA სერტიფიკატი (სავალდებულოა)
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (C1 ან ზემოთ)
** გამოცდილება პროგრამის დაგეგმვაში და სასწავლო მასალების ადაპტაციაში ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით
** ამერიკელ პედაგოგთან მუშაობის მზადყოფნა
** ასაკზე მორგებული კურიკულუმის და მეთოდოლოგიის ფლობა
** ინტერაქციული, სახალისო და სწავლაზე ორიენტირებული გაკვეთილების ჩატარების უნარი
5. ქართული ლიტერატურის მასწავლებელი
ასაკობრივი ჯგუფი: 9-17
კურსი: წიგნიერება, მხატვრული წერა, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
მოთხოვნები:
** ფილოლოგიური, ჰუმანიტარული ან განათლების მიმართულებით უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ბავშვებთან მუშაობაში - მხატვრულ წერაში, კითხვაში და ტექსტის ანალიზში
** კრიტიკული აზროვნების გაძლიერებაზე ორიენტირებული სწავლების გამოცდილება
** ჯგუფური დისკუსიების წაყვანის და წიგნიერების კლუბის ორგანიზების გამოცდილება
** ტექსტის სტრუქტურასთან და შემოქმედებით წერასთან სამუშაო მეთოდების ცოდნა
** ინტერაქციული, სახალისო და სწავლაზე ორიენტირებული გაკვეთილების ჩატარების უნარი
6. რუსული ენის მასწავლებელი
ასაკობრივი ჯგუფი: 6-17
კურსი: ზოგადი რუსული ენა, მეტყველება, წერა, კითხვა, განათლება
მოთხოვნები:
** რუსული ფილოლოგიის ან განათლების მიმართულებით აკადემიური განათლება
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება რუსული ენის სწავლების სფეროში ბავშვებთან
** რუსული როგორც მეორე ენის სწავლების მეთოდების და სასწავლო პროგრამისა და მეთოდოლოგიის ფლობა
** ინტერაქციული სწავლების უნარი და შესაბამისი ასაკობრივი მასალების გამოყენება
|
|
|
|