Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=653278&print=yes&view=jobs
 
სასტუმრო-პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმრო-პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ეიჩპიემ
გამოქვეყნდა: 26 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
ჩვენ ვართ არქის ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენი მიზანია:

** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტ სასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტ სასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად ჩვენ ვეძებთ სასტუმრო-პროექტების მენეჯერს და გთავაზობთ კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

სასტუმროს პროექტების მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება:

** პროექტის მენეჯერი პასუხისმგებელია რეზორტის ტიპის სასტუმროს კომპლექსური განვითარების პროცესის სრულყოფილ მართვაზე — ინიცირების ეტაპიდან ობიექტის საბოლოო ექსპლუატაციაში გადაცემამდე. სასტუმრო პროექტების (მათ შორის ბრენდული) განხორციელებაზე: ინიცირების ეტაპიდან სრულ დასრულებამდე. ის იმუშავებს აქტიურად პროექტის გუნდის სხვა წევრებთან ერთად, გაუწევს კოორდინირებას პროექტირების, მშენებლობის, საჭიროების შემთხვევაში სასტუმრო ოპერატორის მიერ შემოწმება/დადასტურების პროცესებს.
** პროექტის მენეჯერი პასუხისმგებელია რეზორტის ტიპის სასტუმროს კომპლექსური განვითარების პროცესის სრულყოფილ მართვაზე — ინიცირების ეტაპიდან ობიექტის საბოლოო ექსპლუატაციაში გადაცემამდე.
ამ ეტაპზე ვეძებთ კანდიდატს, რომელიც იმუშავებს მიმდინარე სასტუმრო პროექტზე, რომელიც უკვე განხორციელების ფაზაშია (დიზაინი, სამშენებლო სამუშაოები, ბრენდის მოთხოვნების იმპლემენტაცია და სხვა). მენეჯერი ჩაერთვება პროექტის ყველა ეტაპზე, რათა უზრუნველყოს სამუშაოების თანმიმდევრულობა, ხარისხი, ბიუჯეტისა და ვადების დაცვა.

ფუნქციები:

** პროექტის სრული ციკლის მართვა (დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, დასრულება) დადგენილ ვადებში, ბიუჯეტსა და ხარისხობრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში;
** პროექტის გეგმის, დროის გრაფიკისა და ბიუჯეტის შემუშავება და მონიტორინგი;
** ეფექტური კოორდინაცია პროექტში ჩართულ მხარეებთან: სასტუმროს ბრენდი/ოპერატორი, დამკვეთი, არქიტექტორები, დიზაინერები, ინჟინრები, კონტრაქტორები, ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტები;
** ბრენდის (სასტუმროს ოპერატორის) მოთხოვნებისა და სტანდარტების ინტეგრირება პროექტში;
** ტექნიკური და სამშენებლო დოკუმენტაციის რევიზია, პროექტირების პროცესის მართვა;
** პროექტის ძირითადი რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი, რეაგირება და მართვა;
** კონტრაქტორებისა და კონსულტანტების შერჩევის პროცესში მონაწილეობა: TOR-ების მომზადება, წინადადებების განხილვა, მოლაპარაკებები და კონტრაქტების შეთანხმება;
** კონტრაქტების მართვა, ცვლილებების კონტროლი;
** შესაბამის უწყებებთან სანებართვო და სალიცენზიო პროცედურების კოორდინირება;
** პროექტის დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება (მათ შორის სტატუს-რეპორტები მენეჯმენტისთვის და დამკვეთებისთვის);
** რეგულარული საიტ-ვიზიტები და სამუშაოების წარმოების მონიტორინგი;
** რეგულარული შეხვედრების ორგანიზება და მართვა პროექტის მონაწილე მხარეებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მართვის ან რელევანტური მიმართულებით;
** კომპლექსური პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება სასტუმროს განვითარების პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას;
** მრავალდარგოვანი საპროექტო გუნდისა და კონტრაქტორების კოორდინირების გამოცდილება;
** სასტუმრო ბრენდებთან (მაგ. Marriott, Accor, Wyndham და სხვ.) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
** მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები, მათ შორის წერით და ზეპირი ფორმით;
** მოლაპარაკებების და კომუნიკაციის ძლიერი უნარები, მათ შორის წერით და ზეპირი ფორმით;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გამოწვევებზე სწრაფი რეაგირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
** Microsoft Office-ის საოფისე პროგრამების ცოდნა;
** MS Project -ის ცოდნა ძალიან კარგად;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა- წერა/კითხვა/საუბარი.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: სასტუმრო-პროექტების მენეჯერი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 25 აგვისტო.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია