Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=653276&print=yes&view=jobs
 
კატეგორიის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიის სპეციალისტი
მომწოდებელი: ნაზილბე++
გამოქვეყნდა: 26 ივლისი / ბოლო ვადა: 26 აგვისტო
"ნაზილბე ++" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომწოდებელთა სიის მუდმივი განახლება;
** ახალი პროდუქციისა და ალტერნატიული მომწოდებლების მუდმივი კვლევა და მოძიება ბაზარზე;
** ¬ მომწოდებელთან კონტრაქტის ფორმირებისას მოლაპარაკებებში უშუალო ჩართულობა და საუკეთესო პირობების მოპოვებაზე ზრუნვა;
** მუდმივი კომუნიკაცია არსებულ მომწოდებლებთან;
** არსებულ მომწოდებლებთან სახელშეკრულებო პირობების გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა;
** მინიმალური ნაშთების მონიტორინგი და ეფექტური ნაშთის უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებთან გაფორმებული კონტრაქტის პირობების სტანდარტიზაცია, კომპანისთვის სამიზნე პირობების შემუშავება და სახელშეკრულებო პირობების შესახებ რეგულარულად განახლებული ანგარიშების წარმოების უზრუნველყოფა;
** მომწოდებლების ჭრილში კონსოლიდირებულად და ინდივიდუალურად, პროდუქციის სახეობების ან/და ჯგუფების ჭრილში ისეთი აღწერითი სტატისტიკური მონაცემების წარმოება-ანგარიშგების უზრუნველყოფა, როგორიცაა: დინამიკა, ზრდის ტენდენცია, საშუალო მონაცემების და სხვა პარამეტრების გაზომვა;
** მომწოდებლების წინაშე კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების რეგულარული მონიტორინგი და კომპანიის ინტერესების ფარგლებში პრევენციული და გამაფრთხილებელი ნიშნების, ლიმიტების, შეზღუდვების მონიტორინგი და მენეჯმენტისთვის რეგულარული რეპორტინგის წარმოება;
** მომწოდებლების შესახებ პრეზენტაციის მომზადება და მენეჯმენტთან წარდგენა;
** დაკავშირებული განყოფილებებისთვის კონტრაქტის პირობების დროულად მიწოდება და ხელშეკრულების დასრულების მონიტორინგი/უზრუნველყოფა;
** სასაქონლო მარაგების უწყვეტად მოწოდების უზრუნველყოფა. საფრთხის შემცველი ნიშნების ადრეული იდენტიფიკაცია და მასზე პრევენციული ზომების გატარება, მენეჯმენტ რეპორტინგის პარალელურად;
** არასწორი ნაშთების შეკვეთის მუდმივი კონტროლი და პრევენციული ზომების მიღება;
** საფასო პოლიტიკის შემუშავება ფასდადებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებთან კოორდინაციით;
** შესყიდვების ფასების მუდმივი კონტროლი და მომწოდებლების მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
** კონკურენტ კომპანიებში ფასების მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების რეგულარული წარმოების უზრუნველყოფა;
** მომწოდებლების მოთხოვნების მიხედვით სახელშეკრულებო პირობების დაცვის მონიტორინგი.

განათლება და გამოცდილება:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული, თურქული.
** FMG პროგრამის ცოდნა
** Excel-ის ცოდნა

უნარები:

** ძლიერი ანალიტიკური უნარები გაყიდვების მონაცემებისა და ბაზრის ანალიზის ინტერპრეტაციისთვის;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://crm.nazilbe.ge/vacancy/

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 24 24 74

hr@nazilbe.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია