დასახელება:
კაფე-სამაგიდო თამაშების სივრცის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
Playnest
|
გამოქვეყნდა: 26 ივლისი
/ ბოლო ვადა: 26 აგვისტო
|
კაფე-სამაგიდო თამაშების სივრცე "Playnest" (ვაკე) ეძებს თანამშრომელს.
ადგილმდებარეობა: ვაკე, თბილისი
სამუშაო დღეები და საათები:
ხუთშაბათი - 18:00-22:00
პარასკევი, შაბათი, კვირა - 14:00-22:00
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთან კომუნიკაცია და მეგობრული მომსახურება კაფის სივრცეში
** წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა
** საჭიროების შემთხვევაში სტუმრებისთვის თამაშების წესების მარტივი და გასაგები ახსნა
** მონაწილეობა სოციალური მედიის აქტიურობაში (სთორები; ფოტოვიდეო კონტენტი)
ანაზღაურება: 600 ლარი (კვირაში 3.5 სამუშაო დღისთვის, მოცემული დროებით)
იდეალურია სტუდენტებისთვის ან ნახევარ განაკვეთზე მომუშავეებისთვის
ვინც გვჭირდება:
** კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობიანი და მეგობრული ადამიანი
** სასურველია გიყვარდეთ სამაგიდო თამაშები ან გქონდეთ სურვილი მათ გაეცნოთ
** ყურადღებიანი და ორგანიზებული
როგორ მოგვწეროთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ ელფოსტაზე team.playnest@gmail.com და მოკლედ მოგვიყევით საკუთარ თავზე:
** რა გამოცდილება გაქვთ
** რატომ გაინტერესებთ ეს პოზიცია Playnest-ში
|
|
|
|