Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=653251&print=yes&view=jobs
 
მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 26 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "კონტაქტ ჰოუმში" ვეძებთ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს.

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

სამუშაო ადგილი - თბილისი, ონიაშვილის N2.

მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება :

** ფილიალების ვიდეომეთვალყურეობის კამერების მონიტორინგი
** სავაჭრო და საოპერაციო პროცესების კონტროლი დისტანციურად
** გადაცდომებისა და ხარვეზების დაფიქსირება და მათი აღწერა
** პრობლემური შემთხვევების დროული დაფიქსირება და მენეჯმენტისთვის რეპორტების მიწოდება

ჩვენს გუნდში ვეძებთ საწყობის ოპერატორს, რომელსაც აქვს:

** პერიოდული ანალიზის და ანგარიშების მომზადება მონიტორინგის განყოფილებისთვის
** ყურადღება დეტალებზე და დაკვირვების უნარი
** კომპიუტერული უნარების ფლობა (სასურველია MS Excel-ის საბაზისო დონე მაინც)
** პასუხისმგებლიანი მიდგომა სამუშაოსადმი
** წერის და ანგარიშგების უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა;
** ანაზღაურება: ფიქსირებული;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 25 აგვისტო (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ("მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს")

გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია