დასახელება:
ცენტრალური საწყობის პროცესების მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კონტაქტჰოუმი
|
გამოქვეყნდა: 26 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 აგვისტო
|
ტექნიკის მაღაზიათა ქსელში "კონტაქტ ჰოუმი" ვეძებთ ცენტრალური საწყობის პროცესების მართვის მენეჯერს.
"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.
სამუშაო ადგილ მდებარეობა: აეროპორტის დასახლება
პროცესების მართვის მენეჯერი ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება:
** ცენტრალური საწყობის სამუშაო პროცესების სრულყოფილი მართვა და ოპტიმიზაცია
** მიღება-გაცემის, ინვენტარიზაციისა და გადაზიდვების პროცესების კონტროლი
** საწყობის ოპერატიული გუნდის მართვა და მათი ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა
** საწყობში არსებული რესურსების ოპტიმალური გადანაწილება
** არსებული პროცესების ანალიზი და გაუმჯობესების ინიციატივების დანერგვა
** ანგარიშგების მომზადება მენეჯმენტისთვის
** უსაფრთხოების და შიდა რეგულაციების დაცვა და კონტროლი
** თანამშრომლების გრაფიკის გაწერა
ჩვენს გუნდში ვეძებთ პროცესების მართვის მენეჯერს, რომელსაც აქვს:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ლოჯისტიკა/ბიზნესი/მენეჯმენტი)
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საწყობის ან ლოჯისტიკის მართვის მიმართულებით
** გუნდის მართვის გამოცდილება
** Microsoft Excel-ის და საწყობის პროგრამების (ERP, WMS) ცოდნა
** პასუხისმგებლიანი და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა
** ორგანიზებულობა
ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე, შეთანხმებით 2 დასვენების დღე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 25 აგვისტო (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პროცესების მართვის მენეჯერი").
გისურვებთ წარმატებას!
** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|