Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=653151&print=yes&view=jobs
 
კონტენტისთვის კოლექციის მომძიებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტისთვის კოლექციის მომძიებელი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
"ნავნე" არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი. კომპანია 17 წელია ოპერირებს ბაზარზე და ფლობს 23 მაღაზიას (1 აუთლეტ მოლს) მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები, ასევე "Navne Home" - სადაც სახლისათვის ყველა საჭირო ნივთია წარმოდგენილი.

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას კონტენტისთვის კოლექციის მომძიებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალებში და საწყობში ვიზიტი და ლოკაციებზე საჭირო პროდუქციისა და მასალის მოძიება, რის საფუძველზეც მომზადდება კონტენტი;
** ფილიალებში არსებული კოლექციის ფოტომასალების მიწოდება მარკეტინგის გუნდისათვის;
** კონტექნტ კრეატორისთვის მასალის მიწოდება;
** მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინება პროდუქციის შერჩევისას;
** კოლექციის შესაბამისი ფოტოების მოძიება ინტერნეტში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** მსგავს პოზიციაზე ან მოდის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს ან/და პირადი მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ნავნემ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები რეზიუმეს ან/და პირადი მონაცემების გამოგზავნიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

მონაცემების შენახვის მიზანია, რომ დამსაქმებელმა განიხილოს თქვენი კანდიდატურა როგორც მიმდინარე ვაკანსიაზე, ასევე მომავალში გამოქვეყნებულ პოზიციებზე და შეგეხმიანოთ შესაბამის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუ აღარ გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, მოგვწერეთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@navne.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია