დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Manamo Home
|
გამოქვეყნდა: 25 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 აგვისტო
|
საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" - აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში
რას გთავაზობთ ჩვენ:
** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
** ვესტელის და მანამოს პროდუქციაზე თანამშრომლისთვის განკუთვნილი სპეციალური ფასდაკლებები;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (40 სამუშაო საათი)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი პირველი 2 თვე 1000 ლარი; ორი თვის შემდგომ 1100 ლარი ხელზე ასაღები თანხა, რომელსაც გამოაკლდება 2 % საპენსიო ფონდის.
ძირითადი მოვალეობები:
** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება;
** ელექტრონული ფოსტის მართვა და დროული რეაგირება;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა და შესაბამის პირებთან გადაგზავნა;
** ოფისში სტუმრების მიღება და შეხვედრების ორგანიზება;
** თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა:
** ტაქსის გამოძახება,
** ბილეთებისა და სასტუმროს ჯავშნების გაკეთება და სხვა საჭიროებები;
** საოფისე და სამეურნეო რესურსების დროული შეკვეთა და მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება;
** სასურველია ინგლისური ან თურქული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ფლობა სასურველია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@manamohome.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ოფისის მენეჯერი
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ Manamo Home დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.
|
|
|
|