დასახელება:
უფროსი იურისტი
|
მომწოდებელი:
ალიანს ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 25 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 აგვისტო
|
"ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის პოზიციაზე, ბათუმში.
ვეძებთ მონდომებულ, მიზანსწრაფულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს დინამიკურ გუნდს.
ლოკაცია: ბათუმი
მის: მარჯანიშვილის ქ. #6
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საქმიანობის იურიდიული მხარის გამართულად, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
** კომპანიის ხელშეკრულებების სტანდარტული (მათ შორის ინგლისურენოვანი) ნიმუშების შემოწმება და ანალიზი, სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
** მნიშვნელოვანი, არასტანდარტული ან რთული შინაარსის ხელშეკრულებებისა თუ კომპანიის სახელით გასაფორმებელი სხვა დოკუმენტების (მათ შორის ინგლისურენოვანი დოკუმენტების) პროექტების შემუშავება ან არსებული პროექტების ანალიზი;
** არასტანდარტული ხელშეკრულებების (მათ შორის ინგლისურენოვანი ხელშეკრულებების) გაფორმებისას მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა;
** კომპანიის საჭიროებისათვის ბრძანებების პროექტების მომზადება, ასევე სხვა სამსახურებისათვის მათი სტანდარტული ნიმუშების მომზადება. სხვადასხვა დეპარტამენტის პრობლემურ სამართლებრივ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების, რეკომენდაციების მომზადება;
** კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასამართლოსა თუ სხვა ორგანოებსა და დაწესებულებებში არსებული პრაქტიკისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის ფლობა და მუდმივი განახლება;
** მოქმედ კანონმდებლობაში და სტანდარტებში ცვლილებებისა და სიახლეების რეგულარული მონიტორინგი და მათი სამუშაო პროცესში დანერგვა;
** საქმიანობის სფეროში არსებული ინოვაციების და საუკეთესო პრაქტიკის მოძიება და დანერგვა;
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი);
** 3 წლიან სამუშაო გამოცდილება სამოქალაქო სამართლის მიმართულებით
** საქმისწარმოების გამოცდილება ადმინისტრაციულ ორგანოებში
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი/ზეპირი)
ჩვენ გთავაზობთ:
** უნიკალური, მულტიფუნქციური პროექტების ირგვლივ მუშაობის შესაძლებლობას;
** გამორჩეულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღევას;
** ფიქსირებულ ხელფასს (გამოცდილების გათვალისწინებით - ურთიერთშეთანხმებით)
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.
რეზიუმეების მიღების ვადა: 2025 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით.
გამოაგზავნეთ თქვენი CV hr@alliance.ge -ზე, სათაურში მიუთითეთ: იურისტი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
|
|
|
|