Робота для біженців з України
ფილიალის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: გრაუნდ 84 - მილანური ბისტრო
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
"GROUND 84" ბრენდის შემადგენლობაში არსებული მილანური ბისტრო, რომელიც პოზიციონირდება იტალიური სამზარეულოსა და იტალიური უმაღლესი ხარისხის ყავის მიმართულებით კიდევ ერთ ახალ ლოკაციაზე- გლდანში გაიხსნა.

კომპანია ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის ეძებს კვალიფიციურ კადრს ფილიალის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** ფილიალის საოპერაციო პროცესების მართვაში მხარდაჭერა
** თანამშრომლების დატრენინგება/ადაპტაციის პროცესში მონაწილეობის მიღება
** ფილიალის მარაგებისა და პროდუქციის კონტროლი
** სამზარეულოს გუნდთან კოორდინირებული მუშაობა
** გაყიდვების პროგრამაში მუშაობა/კონტროლი
** თანამშრომლების ცვლების შედგენა/კონტროლი
** ყოველთვიური ინვენტარიზაციის ჩატარებაში ფილიალის მენეჯერის მხარდაჭერა
** მიღებული პროდუქციის კონტროლი/ ზედნადებების კონტროლი
** ფილიალის სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტის ზედმიწევნით დაცვა/კონტროლი
** თანამშრომლების ჩეკლისტების შედგენა/წარმოება/კონტროლი
** HACCP სტანდარტის მიხედვით მუშაობის უზრუნველყოფა

საჭირო გამოცდილება და უნარები:

** ჰორეკა სექტორში სუპერვაიზერის ან ცვლის ლიდერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** გუნდის მართვის გამოცდილება
** სალარო პროგრამებში (სასურველია FINA) მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ყავისა და ალკოჰოლური სასმლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა

კომპანია გთავაზობთ:

** 8 საათიანი სამუშაო ცვლა დილის/შუადღის/საღამოს ცვლაში- რესტორნის მენეჯერთან შეთანხმებით.
** კვებას სამუშაო ცვლის მანძილზე
** ფიქსირებულ ანაზღაურებას 1800 ლარს (net)
** ვაკანსია აქტიურია პეკინისა და გლდანის ფილიალებში

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე მითითებულ მეილზე: Hrground84@gmail.com და მიუთითოთ პოზიციის დასახელება და თქვენთვის მისაღები ლოკაცია.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე