დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება - წარმოების ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
რესტოაუდიტი
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
შპს "რესტოაუდიტი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ქოსთ კონტროლის დეპარტამენტში, სადაც სტაჟიორი ეტაპობრივად გაივლის პროფესიული ზრდის ყველა საფეხურს — პროგრამის ცოდნიდან დამოუკიდებელ მუშაობამდე.
რას ისწავლი ჩვენთან?
** დოკუმენტების გატარება (ზედნადები, ჩამოწერები, აღწერები და სხვ.)
** ინვენტარიზაციის შედეგების დამუშავება და ანალიზი
** მარაგების ნაშთების კონტროლის მეთოდები
** ტექნოლოგიური ბარათების გაწერა, რედაქტირება და ანალიტიკა
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება
** რეალური პროგრამული უზრუნველყოფის — Syrve — საფუძვლიანად ფლობა
** გუნდური მუშაობა და შიდა პროცედურებში ჩართულობა
ვისთვის არის ეს სტაჟირება?
** გიყვარს ციფრებთან მუშაობა, ხარ ყურადღებიანი დეტალებზე და პასუხისმგებლიანი
** გაქვს ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** ფლობ Excel-ს საბაზისოდ, თუნდაც მცირე გამოცდილებით
** აუცილებლად ფლობ რუსულსა და/ან ინგლისურ ენას — ყოველდღიური სამუშაო პროცესისთვის ეს აუცილებელია
** გაქვს განვითარების სურვილი და შინაარსიან სამუშაო გარემოში საკუთარი თავის გამოცდის მოტივაცია
პირობები:
** ანაზღაურება: ₾600
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
** სამუშაო გრაფიკი: სრულ განაკვეთზე
** ლოკაცია: თბილისი, ოფისში
შემდეგი ნაბიჯი:
** სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება
** დასაქმება ქოსთ კონტროლის დეპარტამენტში კონკრეტულ პოზიციაზე
** ზრდის პერსპექტივა ქოსთის პოზიციიდან მენეჯმენტამდე
გამოგვიგზავნე შენი CV შემდეგ მისამართზე: Contact@restoaudit.ge
თემაში მიუთითე: "სტაჟირება — წარმოების ბუღალტერია / Cost Control"
მოჰყვება მარტივი შერჩევის ეტაპი და სასურველია წერილში მიუთითო, რატომ გაინტერესებს ეს მიმართულება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|