დასახელება:
საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სოფთმასტერი
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 10 აგვისტო
|
კომპანია "სოფთმასტერი" აცხადებს ვაკანსიას საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
შპს "სოფთმასტერი" 2002 წლიდან ფუნქციონირებს და ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად კომპანიას წარმოადგენს.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (შესაძლებელია მივლინებები რეგიონებში)
მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ანალიტიკურ და ლაბორატორიულ ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება;
** PLC პროგრამირების პრაქტიკული გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** არამწეველი.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დღე: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: შეთანხმებით
წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 10 აგვისტო
უპირატესობად ჩაითვლება ანალიტიკური დანადგარების სერვისის გამოცდილება. დაინტერესებულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@softmaster.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის სპეციალისტი".
|
|
|
|