Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=651616&print=yes&view=jobs
 
ქსელების ზონის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელების ზონის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ქსელების ზონის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ზონებზე მიღებული და რეალიზებული წყლის აღრიცხვა.
** შემოსული განცხადებების/საჩივრების განხილვა, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება.
** მაღალი რისკის ზონების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.
** გეგმურად მიკროზონაში არსებული ინფრასტრუქტურული ელემენტების შემოვლა.
** ახალი აბონენტების მოძიება და მათი წყალსადენ-კანალიზაციის ქსელების მოწყობის და შეჭრით სამუშაოების კონტროლი.
** ინციდენტის ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრირების უზრუნველყოფა.
** სხვადასხვა ტიპის რეპორტინგის ფორმების შემუშავება.
** მიმდინარე სამუშაოების კოორდინაცია და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი სასურველია ტექნიკური განხრით.
** არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება.
** Ms Office-ის საშუალო დონეზე ცოდნა.
** მართვის მოწმობა B კატეგორია (სავალდებულოა)

აუცილებელი უნარ-ჩვევები

** სამუშაოს დაგეგმვის და კოორდინაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიღომი - ანდრონიკაშვილის N4
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge 2025 წლის 21 აგვისტომდე.

გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ კომპანიაში ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია