დასახელება:
მძღოლი/ასისტენტი
|
მომწოდებელი:
მთის ამბები
|
გამოქვეყნდა: 21 ივლისი
/ ბოლო ვადა: 21 აგვისტო
|
"მთის ამბები" თბილისის ოფისში სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას მძღოლი/ასისტენტის პოზიციაზე.
ანაზღაურება 2500 ლარი (გადასახადების ჩათვლით).
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის კუთვნილი ავტომობილით თანამშრომლებისა და პროექტთან დაკავშირებული სხვა პირების ტრანსპორტირება რეგიონებსა და თბილისში;
** ავტომობილის გამართული ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** ავტომობილის მოვლა, სისუფთავეზე ზრუნვა;
** მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების კვლევისა და მათი გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვასა და შესრულებაში აქტიური მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ავტომობილის მართვის B კატეგორია;
** ავტომობილის მართვის სრულყოფილი უნარები (აუცილებელია);
** სულ მცირე 3 წლიანი პრაქტიკული და ინტენსიური გამოცდილება (სავალდებულოა);
** მოძრაობის წესებისა და საავტომობილო გზების კარგი ცოდნა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში (აუცილებელია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
** ტექნიკასთან (ვიდეოკამერა, დრონი, ვიდეო სამონტაჟო პროგრამები) მუშაობის სწრაფად ათვისების უნარები;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარები;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და მართვის მოწმობის ასლი (სავალდებულოა ორივე დოკუმენტის მოწოდება) მისამართზე: vacancy.icn@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ივლისი.
გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, ონლაინგასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.
"საქართველოს ამბები" (https://georgiannews.ge/) დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. "საქართველოს ამბებს" ეკუთვნის "მთის ამბები" (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიარესურსი საქართველოში. "მთის ამბები" ქმნის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პირველ პრეცედენტს ქვეყანაში, ბოლომდე მიჰყვება თემებს და ცდილობს, თავისი ჟურნალისტური საქმიანობითა და აქტიური სამოქალაქო მობილიზებით, მოქალაქეებთან ერთად დაწყებული ადვოკატირების კამპანიებით ცვლილებები გამოიწვიოს.
|
|
|
|