Робота для біженців з України
ჰორეკა გაყიდვების წარმომადგენელი - ღვინის მიმართულება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰორეკა გაყიდვების წარმომადგენელი - ღვინის მიმართულება
მომწოდებელი: დიპლომატ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 19 ივლისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. კომპანიას აქვს 50 წლიანი წარმატებული გამოცდილება FMCG სექტორში. ამ წარმატების მთავარი საფუძველია მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და პროფესიონალთა გუნდი.

"დიპლომატ ჯორჯია" ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიების - Procter & Gamble და Nestle - პროდუქტებს საქართველოში 2008 წლიდან.

"დიპლომატ ჯორჯია" აცხადებს ჰორეკა გაყიდვების წარმომადგენლის ვაკანსიას ქ. თბილისში

ძირითადი მოვალეობები:

** ვიზიტები არსებულ და ახალ მომხმარებლებთან
** ღვინის პორტფელის წარდგენა და შეთავაზება
** შეკვეთების მიღება და მიწოდების/გადახდის პროცესის მონიტორინგი
** ახალი მომხმარებლების მოძიება და გაყიდვების ზრდა
** მონაწილეობა დეგუსტაციებსა და პრომო ღონისძიებებში
** გაყიდვების შედეგების რეგულარული ანგარიშგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (ღვინის ან სასმელების მიმართულებით)
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები
** მართვის მოწმობა - B კატეგორია
** საბაზისო კომპიუტერული ცოდნა (Excel, outlook და სხვ.)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია - 30/07/2025-მდე.

გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაკეთება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე