Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=651386&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ჯი თი სი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / ბოლო ვადა: 18 აგვისტო
საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში "ჯი თი სი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.

კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ტარას შევჩენკოს #10
ანაზღაურება: ფიქსი 1500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში შემოსული შეკვეთის საფუძველზე, მოთხოვნილი პროდუქტების იდენტიფიცირება და შეგროვება;
** შეგროვებული პროდუქტების შედარება შეკვეთასთან და დატვირთვის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის დატვირთვის პროცესის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** ახალი შემოსული-იმპორტირებული შეკვეთის მიღების დროს პროდუქტების (საყალიბე სისტემა, კოჭი, დგარი, და ა.შ.) დახარისხება და შესაბამის ადგილებში განთავსება საწყობში;
** საყალიბე სისტემების რეცხვა-დამუშავება;
** სასაწყობე ტერიტორიაზე სისუფთავის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** საწყობში არსებული ტექნიკის სისუფთავეზე ზრუნვა;
** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
** პირადი ჰიგიენის წესებისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
** სამუშაოების შესრულების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში ჩართვა და ყოველი თვის ჭრილში მიმდინარე ნაშთების აღრიცხვა საწყობის ხელმძღვანელთან ერთად კოორდინირებული მუშაობით;
** საყალიბე სისტემების რეცხვა;
** მოლაპარაკების წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კერხერთან მუშაობის გამოცდილება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმის მოცემულ ვადებში შესრულების უნარი;
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** რამდენიმე საქმის პარალელურ რეჟიმში გაკეთების უნარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია