დასახელება:
კურიერი საკუთარი მიკროავტობუსით
|
მომწოდებელი:
იზივეი
|
გამოქვეყნდა: 18 ივლისი
/ ბოლო ვადა: 18 აგვისტო
|
ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი მიკროავტობუსით (მარშრუტკით ან კომბოს ტიპის ავტომობილით) ქობულეთში/ფოთში.
აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი მიკროავტობუსი (მარშრუტკა ან კომბოს ტიპის ავტომობილი)!
ძირითადი მოვალეობა:
გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე
ანაზღაურება: 70 ლარი დღეში + საწვავი
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:
** საკუთარი ავტომობილი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენი უპირატესობები:
** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სიახლის ათვისების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება,
** მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV): https://easyway.bo.ge/recruit/form/33b56d10768031f8b093cbc02cb1232c
დამატებით კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 23 80 03
|
|
|
|