Робота для біженців з України
საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: აიტიკრაფტი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
კომპანია "ITCraft"-ი აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, მთავარი ოფისი, პავლე ინგოროყვას 19 ნომერი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00) (შესვენება 1 საათი)
განაკვეთი/ხელფასი: დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე

კომპანიის შესახებ:

"აიტი კრაფტი" არის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია IT სფეროში, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, ინოვაციებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებაზე. ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და შედეგებზე ორიენტირებულ საოპერაციო მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება პროცესების დახვეწასა და გუნდის ეფექტურობის ზრდაში.

ძირითადი მოვალეობები:

** საოპერაციო პროცესების დაგეგმვა, მონიტორინგი და გაუმჯობესება
** მასალებისა და რესურსების ეფექტური განაწილება
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია

მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია

უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის, ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

რას გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები
** მეგობრული სამუშაო გარემო
** ჯანმრთელობის დაზღვევა

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@itcraft.ge. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე