Робота для біженців з України
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: Solutech
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
კომპანია სოლუტექი აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

ანაზღაურება და სამუშაო პირობები:

დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე:

** IT სპეციალისტი 1000-1100 ლარი
** გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, ხელფასი შეთანხმებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპიუტერების და პერიფერიული მოწყობილობების - აწყობა, დიაგნოსტირება, გამართვა.
** ყოველდღიური სამუშაოსთვის განკუთვნილი პროგრამების ინსტალაცია და გამართვა
** ტექნიკური მხარდაჭერა (სატელეფონო ზარების პასუხი, კონსულტაცია, გაუმართაობის დიაგნოსტირება და აღმოფხვრა);
** კომპანიებში გასვლა (საჭიროების შემთხვევაში ადგილზე მისვლა);
** შემდეგი პროგრამების ცოდნა: Microsoft Windows ოპერაციული სისტემები, Microsoft Office, Autodesk, Adobe და სხვა. (პროგრამების ინსტალაცია და გამართვა ჩაითვლება უპირატესობად)
** კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის ცოდნა - აწყობა, გამართვა და მომსახურება;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 (1 საათი შესვენება)

გთხოვ რეზიუმეს გამოგზავნისას Subject - ში მიუთითოთ დაინტერესებული პოზიცია

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) მისამართზე info@solutech.ge გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე