დასახელება:
საოპერაციო რისკების განყოფილების ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
კრისტალი
|
გამოქვეყნდა: 17 ივლისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი ან ქუთაისი
** ფილიალი: სათაო ოფისი (ა.წერეთლის 118) იხ.მისამართი ან (ნიკეას ქ. N22) იხ.მისამართი
** ვაკანსიის რაოდენობა: 1
** განაკვეთი: სრული
"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორაციულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
ჩვენ გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
პოზიციის მიზანი:
საოპერაციო რისკების განყოფილების ხელმძღვანელის ძირითადი მიზანია ბანკის მასშტაბით საოპერაციო და თაღლითური რისკების ეფექტიანი იდენტიფიცირება, შეფასება და მართვა, რისკების მართვის სისტემების განვითარება, თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება და ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის სტაბილურობასა და მდგრად განვითარებას
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი პროდუქტის, პროცესის ან ინსტრუმენტის დანერგვასთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
** არსებული პროცესების ინდივიდუალური შეფასება და რისკების იდენტიფიცირება;
** საოპერაციო და თაღლითური ქმედებების რისკების ყოველწლიური შეფასება;
** აუთსორსინგის რისკების ანალიზი, შეფასება და მართვა;
** თაღლითური ქმედებების მოკვლევა და შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება;
** თაღლითობის პრევენციის პოლიტიკისა და პროცესების შემუშავება და განვითარება;
** კორპორაციული დაზღვევის პროცესების მართვა;
** საოპერაციო რისკების მართვის შიდა მეთოდოლოგიის დახვეწა და განახლება;
** საოპერაციო რისკების მართვის სისტემების განვითარება;
** რისკების რეესტრისა და ინციდენტების ბაზის (RED) წარმოება და მართვა;
** KRI პროცესის მართვა;
** ინციდენტებზე რეაგირება და შესაბამისი რეპორტების მომზადება;
** რეკომენდაციების განხილვა პროცესის მფლობელებთან და შესრულების მონიტორინგი;
** მმართველი გუნდისა და სამეთვალყურეო საბჭოს პერიოდული ინფორმირება;
** საოპერაციო რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლების აქტივობების ინიცირება და მხარდაჭერა;
** სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
** თანამშრომლების კონსულტირება საოპერაციო რისკების საკითხებზე;
** თითოეული თანამშრომლის მხარდაჭერა რისკების მართვის პროცესში;
** ბიზნესის უწყვეტობის ჩარჩო პოლიტიკისა და დანართების შემუშავება და განახლება;
** BCP პროცესების მართვა და პერიოდული ტესტირების ორგანიზება;
** BCP ტესტირებაში მონაწილეობა.
** კომპანიის რისკების მართვის პოლიტიკის შესაბამისად ამოცანების შესრულების მონიტორინგი;
** საოპერაციო რისკების მართვის წლიური შემაჯამებელი ანგარიშგების მომზადება;
** კომპანიის ბიზნეს პროცესების შემუშავებასა და განახლებაში მონაწილეობა;
** პროგრამული უფლებების მატრიცის შემუშავებაში მონაწილეობა;
** უშუალო ხელმძღვანელისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება;
** საოპერაციო რისკების მართვის გუნდის ფორმირება და დაკომპლექტება;
** დაქვემდებარებული გუნდის ხელმძღვანელობა, სამუშაოს დაგეგმვა, განაწილება და მონიტორინგი;
** გუნდის წევრების მოტივაცია და პროფესიული განვითარება;
** უკუკავშირის მიწოდება და მხარდაჭერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან რისკების მართვის მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** 5 წლიანი გამოცდილება საოპერაციო რისკების მართვის სფეროში, მათ შორის მინიმუმ 2 წელი ხელმძღვანელის პოზიციაზე;
** სიღრმისეული ცოდნა საოპერაციო რისკების მართვის საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების შესახებ (მაგ. Basel II/III, ISO 31000);
** გამოცდილება თაღლითობის პრევენციის, ბიზნესის უწყვეტობის მართვის (BCP) და აუთსორსინგის რისკების მიმართულებით;
** გამოცდილება KRI სისტემების, ინციდენტების რეესტრის (RED) და შიდა კონტროლის ჩარჩოების მართვაში;
** გამოცდილება რისკების მართვის პოლიტიკების, პროცედურებისა და წლიური ანგარიშგების შემუშავებაში;
** სასურველია პროფესიული სერტიფიკატები, როგორიცაა:
** CRMA (Certified in Risk Management Assurance)
** IRM (Institute of Risk Management)
** CIA (Certified Internal Auditor)
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ 2025 წლის 27 ივლისის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
|
|
|
|