Робота для біженців з України
შეკვეთების შემგროვებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეკვეთების შემგროვებელი
მომწოდებელი: ვოლტ მარკეტი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
თუ მოგწონთ გუნდური მუშაობა და ეძებთ სამუშაოს, რომელსაც შეუძლია საცალო ვაჭრობის სფეროში რადიკალური ცვლილებების განხორციელება, მაშინ, შემოგვიერთდით შეკვეთების შემგროვებლის პოზიციაზე თბილისში!

ჩვენი მარკეტები მუშაობს კვირაში 7 დღე და ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში.

თქვენ იმუშავებთ მოქნილი/მცოცავი გრაფიკით, დილას, საღამოს ან/და ღამე.

სამუშაო საათები

5 სამუშაო დღე - სრული განაკვეთი

** 08:00 - 17:00
** 11:00 - 20:00
** 14:00 - 23:00
** 17:00 - 02:00
** 23:00 - 08:00

"Wolt Market"-ის ლოკაცია თბილისში:

** 37, სულხან ცინცაძის ქ.
** 4, მარიჯანის ქ.
** 1, სტეფანე ჭრელაშვილის ქ.
** 3, მირიან მეფის ქ.
** 30, ქერჩის ქუჩა
** ბარათაშვილის ქ. (რიყის ტერიტორია)

ძირითადი მოვალეობები

** შეკვეთების კონტროლი ჩვენს Merchant app-ში
** შეკვეთების შეგროვება და მათი გამზადება კურიერებისა თუ მომხმარებლებისთვის
** პროდუქციის მომწოდებლებისგან მიღება და დახლებზე განთავსება
** პროდუქციის აღწერა და ვადების კონტროლი
** Wolt მარკეტში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა
** Wolt მარკეტის სხვა ყოველდღიურ ოპერაციებში მონაწილეობის მიღება

ჩვენი მოლოდინები

** ხართ პროაქტიული და სერვისზე ორიენტირებული
** ხართ შრომისმოყვარე და მოგწონთ სწრაფად განვითარებად გარემოში მუშაობა
** ერკვევით ტექნოლოგიებში
** შეგიძლიათ მუშაობა დღის, საღამოს ან/და ღამის პერიოდში (მცოცავი გრაფიკი, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა)
** სავაჭრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა, ინგლისური - სასურველი
** გაქვთ საქართველოში მუშაობის უფლება

რას მიიღებთ ჩვენთან თანამშრომლობით

** სამედიცინო დაზღვევა
** 24 სამუშაო საშვებულებო დღე
** Wolt_ის კრედიტების ქეშბექი
** სპორტული შეთავაზებები
** ყოველწლიური ბიუჯეტი კორპორაციული წვეულებებისთვის
** განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა

დამატებითი ინფორმაცია

თუ გსურთ, რომ გახდეთ Wolt Market-ის გუნდის წევრი, გადადით ბმულზე და გამოაგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა, რეზიუმესთან ერთად!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე