დასახელება:
მერჩენდაიზინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
ნაზილბე++
|
გამოქვეყნდა: 17 ივლისი
/ ბოლო ვადა: 17 აგვისტო
|
"ნაზილბე ++" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების, მარჟის და მარაგების ბრუნვის ზრდის მიზნით მერჩენდაიზინგის სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება;
** გაყიდვების მონაცემების, ბაზრის ტენდენციების და მომხმარებლის ქცევის ანალიზი, პროდუქტზე მოთხოვნის პროგნოზირებისა და მარაგების დონის ოპტიმიზაციის მიზნით;
** გაყიდვების მონაცემების ანალიზის საფუძველზე სავაჭრო ობიექტების ასორტიმენტის განსაზღვრაში მონაწილეობა;
** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის წარმოჩენა მერჩენდაიზინგის სტანდარტების სრული დაცვით, პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის მართვა და შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა;
** ვიზუალური მერჩენდაიზინგის პროგრამების მეშვეობით სავაჭრო ობიექტებზე არსებული მარაგების მონიტორინგი მარაგების სიჭარბის ან დეფიციტის პრევენციის მიზნით;
** ვიზუალური მერჩენდაიზინგის შემუშავება, მათ შორის სავაჭრო ობიექტების პლანოგრამის შედგენა, მარკეტინგული დისფლეების განსაზღვრა და მათი ოპტიმიზაცია გაყიდვებისა და მომგებიანობის მაჩვენებლების მიხედვით;
** მერჩენდაიზინგის და მარაგების დონეების მართვის საუკეთესო პრაქტიკების მოძიება და დანერგვა;
** მერჩენდაიზერების გუნდის ხელმძღვანელობა, მენტორობა და შეფასება, შესრულების მიზნების დასახვა და რეგულარული უკუკავშირის მიწოდება;
** სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობა;
განათლება და გამოცდილება:
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, მარკეტინგში, საცალო ვაჭრობის მენეჯმენტში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
** 3-5 წლიანი გამოცდილება მერჩენდაიზინგში, საცალო ვაჭრობაში ან კატეგორიის მართვაში.
** ვიზუალური მერჩენდაიზინგის პროგრამებში, როგორიცაა Leafio Shelf ან მსგავსში მუშაობის გამოცდილება;
უნარები:
** ძლიერი ანალიტიკური უნარები გაყიდვების მონაცემებისა და ბაზრის ანალიზის ინტერპრეტაციისთვის;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდის მართვის უნარი;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://crm.nazilbe.ge/vacancy/ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 24 24 74, hr@nazilbe.ge
|
|
|
|