Робота для біженців з України
დიჯითალ მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიჯითალ მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ალტე უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას დიჯითალ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:

** ციფრული მარკეტინგის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების შექმნა;
** Online სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა (Meta ads, Google, Youtube, Linkedin), ბიუჯეტირება და მონიტორინგი;
** მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შეფასება და ანალიზი (ROI);
** ვებ-გვერდის განვითარებისთვის საჭირო პროექტებში ჩართულობა;
** Email მარკეტინგის წარმოება და შესაბამისი პლატფორმების ცოდნა (Drip Mailchimp და სხვა);
** საძიებო სისტემების კამპანიების მართვა როგორც რეკლამების, ისე ორგანული მიმართულებით;
** სოციალური მედიის პლატფორმების განვითარების გეგმის შემუშავებასა და აღსრულებაში მონაწილეობის მიღება;
** სოციალური მედიის არხებში სტრატეგიასთან შესაბამისი კონტენტის შექმნის პროცესში ჩართულობა და აღსრულების მონიტორინგი;
** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით პროექტების ინიცირება და მართვა;
** ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიური სიახლეების და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და შემდგომი გამოყენება;
** ციფრული არხების ანალიტიკა და რეპორტების მომზადება, შედეგების მიხედვით რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, PR-ის ან მომიჯნავე მიმართულებით);
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დიჯითალ მარკეტინგის ან/და სოციალური მედიის მართვის მიმართულებით;
** დიჯითალ მარკეტინგის პრინციპების, ტენდენციების და ხელსაწყოების გამოყენების სიღრმისეული ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა - გამართულად წერისა და მეტყველების უნარი; მინიმუმ B2 დონე;
** MS საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კრეატიულობა;
** სიახლეებისადმი ღიაობა;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი:

** კვირაში 1 დღე ადგილიდან - თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი;
** 4 დღე - დისტანციურად.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: Vacancy@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 16 აგვისტო.

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე