დასახელება:
გაყიდვების მთავარი სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Сopter Tech
|
გამოქვეყნდა: 17 ივლისი
/ ბოლო ვადა: 17 აგვისტო
|
"Copter Tech" 2017 წლიდან იქცა საქართველოში ინოვაციების ცენტრად, ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილია ისეთი ტექნოლოგიური ბრენდები როგორიცაა DJI, Ecoflow, Insta 360 და ა.შ. როგორც DJI-ის წამყვანი პარტნიორი უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში, კოპტერ ტექ-ი მომხმარებლებს სთავაზობს როგორც სამომხმარებლო, ასევე ინდუსტრიულ და აგრო დრონებს, სრულფასოვან ტრენინგებსა და შეკეთების მომსახურებას. ამასთანავე, ჩვენ ვართ EcoFlow-სა და Insta360-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორები საქართველოში და მომხმარებლებს ინოვაციურ კამერებს, პორტატულ ელექტროსადგურებს, მზის პანელებსა და ჭკვიან ეკოსისტემებს ერთ სივრცეში ვთავაზობთ.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში
სამუშაო პირობები:
** მისამართი: კონსტანტინე გამსახურდიას #17, ბათუმი
** სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი (2 დღე დასვენება)
** ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1200 ლარი + ყოველთვიური ბონუსი (ბონუსის დარიცხვა დაიწყება გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ)
განსახორციელებელი საქმიანობა:
** კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა
** პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება
** მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი
მოთხოვნები:
** ბაკალავრი
** გამოცდილება აუცილებელია, გამოცდილება 2 წლიდან
** ქართული, ინგლისური, რუსული ენების ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: teona@copter.ge
|
|
|
|