Робота для біженців з України
სხვადასხვა - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის - (პრისეილერი), მერჩენდაიზერის, მძღოლ-დისტრიბუტორის და პრომო აგენტის (პრომოუტერის) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ქუთაისი და ბათუმი

სავაჭრო წარმომადგენელი (პრისეილერი)

მოთხოვნები:

** ახალი ობიექტების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** ობიექტების ბაზების დამუშავება და სავაჭრო ქსელის გაფართოება;
** ახალი კონტრაქტორების მოძიება და თანამშრომლობა;
** პროდუქციის გაცნობა/შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** გამართული საქმიანი მოლაპარაკების და მიმოწერის წარმოების უნარი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გაყიდვებზე ორიენტირებული;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული.

პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

მერჩენდაიზერი

სამუშაო აღწერილობა:

** საცალო გაყიდვების ობიექტებში რეგულარული ვიზიტი, პროდუქტის სწორად განლაგების მიზნით;
** მაღაზიაში სარეკლამო მასალების განთავსება და ბრენდის წარმოჩენის უზრუნველყოფა;
** საწყობში მარაგების დონეების კონტროლი, გაყიდვებისა და ლოგისტიკის გუნდთან კოორდინაცია, მარაგების დროული შევსების მიზნით;
** კონკურენტების აქტივობების, პროდუქციის განლაგებისა და ფასების მონიტორინგი;
** საცალო ვაჭრობის პერსონალთან და მაღაზიის მენეჯერებთან აქტიური კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის მიმართულებით, პრიორიტეტულია რითეილ ან FMCG სფერო.
** მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი.
** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გაყიდვებზე ორიენტირებული;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული.

პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

პრომო აგენტი

პრომო აგენტის ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთან კომუნიკაცია
** მომხმარებლებისთვის პროდუქტის/მომსახურების შეთავაზება, უპირატესობების გაცნობა
** მომხმარებლების დარწმუნება და შეკვეთის მიღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნა: მომხმარებელთან ურთიერთობის
სფეროში მუშაობის გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველების უნარი
** მომხმარებლის დარწმუნების უნარი
** მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურება
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე; სამუშაო საათები - 6 საათი.
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

მძღოლ-დისტრიბუტორი

ფუნქცია-მოვალეობები:

** დისტრიბუციისთვის განკუთვნილი ავტომანქანის ტარება/მოვლა
** ყოველდღიური გეგმების მიღება ობიექტების მიხედვით;
** დილით საწყობში მანქანის დატვირთვის უზრუნველყოფა საჭირო პროდუქციით
** პროდუქციის დროულად მიტანა ობიექტებზე და ჩაბარება

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება (სასურველია);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა; მექანიკის მართვის გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

პიროვნული თვისებები:

** აქტიური, თავაზიანი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე;
** სამუშაო საათები - 09:00-18:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: levanpavl@gmail.com და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე