დასახელება:
ციფრული პლატფორმების მართვის და განვითარების პროცესების სპეც
|
მომწოდებელი:
საქართველოს მელიორაცია
|
გამოქვეყნდა: 14 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში ციფრული პლატფორმების მართვის და განვითარების სამსახურის პროცესების სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მონაწილეობა ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიულ დაგეგმვასა და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციაში;
** პროექტების ტექნიკური და პროცედურული მართვა განვითარების მთელი ციკლის განმავლობაში;
** არსებული ციფრული სერვისების მუდმივი გაუმჯობესება მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით;
** დეპარტამენტში დანერგილი მართვის მეთოდოლოგიის იმპლემენტაციის მონიტორინგი;
** მიმდინარე ხელშეკრულებების მონიტორინგი, დადგენილი წესით ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** არსებული კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის ამორტიზაციის მონიტორინგი და ყველა დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების კონტროლი;
** შესყიდვების პროცედურისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
** ანგარიშგება დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და დოკუმენტაციის წარმოება;
** კომპანიის ბიზნეს პროცესებიდან გამომდინარე კონტრაქტორ აუთსორს კომპანიებთან კომპეტენციის ფარგლებში კომუნიკაცია, შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და მიმდინარე პროცესში აქტიური ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებაში, ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრირებაში, კომპიუტერულ მეცნიერებაში ან დაკავშირებულ სფეროში;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ციფრული პლატფორმების მართვის ან განვითარების მიმართულებით;
** გამოცდილება პროექტების მართვაში (Agile, Scrum ან მსგავსი მეთოდოლოგიებით);
** ციფრული UX/UI პრინციპების ცოდნა და მათი გამოყენების პრაქტიკა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2).
უნარ-ჩვევები:
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ქართულად გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე. (ანაზღაურებადი);
** ანაზღაურება: 2950 ლარი (დარიცხული).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 07.08.2025. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "პროცესების სპეციალისტი".
"აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ განხორციელდეს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "საქართველოს მელიორაცია"-ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ag.ge.
|
|
|
|