დასახელება:
ტენდერი საბუღალტრო პროგრამის მომწოდებელი კომპანიის შერჩევაზე
|
მომწოდებელი:
კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 14 ივლისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
თანდართული ფაილი:
650042_attachments_2475401.zip
|
"კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი" აცხადებს ტენდერს საბუღალტრო პროგრამის მომწოდებელი კომპანი (ებ)ის შერჩევაზე.
კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი 2019 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია.
ორგანიზაციის მისიაა კახეთის რეგიონში მცხოვრები ბავშვების, ახალგაზრდების და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება საჭიროებაზე დაფუძნებული სერვისების განვითარებისა და მიწოდების გზით როგორც სამთავრობო, ისე სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით.
ა (ა)იპ კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი იწვევს პოტენციურ კომპანიებს, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კატეგორიაზე:
საბუღალტრო პროგრამა "ორის-ბუღალტერია 7"-ის შესყიდვა.
კომპანია/კომპანიები შეირჩევა 3 წლის ვადით.
შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება 3 წლიანი ხელშეკრულების გაფორმება.
შერჩეული მომწოდებელი/მომწოდებლები მოემსახურებიან კსგ ცენტრში მიმდინარე პროექტს "Outsourcing Social Services in Georgia - strong CSOs for Quality Services. Soziale Dienstleistungen für vulnerable Gruppen - starke NGOs für mehr Qualität"
აგრეთვე, შერჩეული კომპანია/კომპანიები გაუწევს მომსახურებას ამავე ცენტრში მიმდინარე ყველა პროექტსა და პროგრამას.
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია:
ფასების შემოთავაზების ფორმა
გთხოვთ იხილოთ თანდართული ექსელის ორი ფაილი (Price list accounting software, Supplier Information accounting software). მომწოდებლის მიერ შესავსები ველები მონიშნულია ყვითლად.
შემოთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია (Request for Proposal) იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.
საბუღალტრო პროგრამა "ორის ბუღალტერია 7-ის" მინიმალური მახასიათებლები:
** მომხმარებლის რაოდენობა - 1
** ვალუტა-მრავალვალუტიანი
** დამატებითი ლიცენზიები - ბიუჯეტის, შესყიდვების და ხელშეკრულებების მართვა.
მოთხოვნები:
კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება და იყოს ლიცენზირებული მომწოდებელი.
განმარტებებისთვის მიმართეთ:
** კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი
** ქ. თელავი, რუსთაველის გამზ. N 81ა
** ელ. ფოსტა: info@kadc.ge; mariam_glakhoshvili@kadc.ge.
განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად, ელ. მისამართზე: info@kadc.ge; mariam_glakhoshvili@kadc.ge ან დალუქულ კონვერტში, ზემოთ მითითებულ მისამართზე.
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 20 ივლისი, 2025 წ. 18:00 სთ. გთხოვთ, ელ. წერილის საგანში მიუთითოთ: "Accounting Software".
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|