Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=650000&print=yes&view=jobs
 
შოურუმის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შოურუმის კონსულტანტი
მომწოდებელი: კოლხი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
"კოლხი ჯგუფი" (https://kolkhigroup.ge/), რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე და არის ტრადიციული და ინოვაციური სამშენებლო მასალებისა და პროექტებისა სოლიდური/წამყვანი მომწოდებელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის პოზიციაზე (2 ვაკანსია)

მდებარეობა: თბილისი, წერეთლის გამზირი 101;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი - 11:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:

** შოურუმის ვიზიტორების დახვედრა და კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შესახებ
** პროდუქციის მახასიათებლების, უპირატესობებისა და გამოყენების წესების დეტალური წარდგენა
** მომხმარებლის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების შეთავაზება
** შეკვეთების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება
** შოურუმში პროდუქციის განლაგებისა და სისუფთავის უზრუნველყოფა
** მომხმარებლის უკუკავშირის დაფიქსირება და მენეჯმენტთან კომუნიკაცია
** გაყიდვების და შიდა აქტივობების მხარდაჭერა შოურუმის მენეჯერთან ერთად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვებში ან მომხმარებელთან კომუნიკაციაში
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და პოზიტიური დამოკიდებულება
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი
** სამშენებლო მასალების ან ინტერიერის პროდუქტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, POS სისტემები - უპირატესობა)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@kolkhigroup.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - შოურუმის კონსულტანტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია