დასახელება:
შოურუმის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კოლხი ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 14 ივლისი
/ ბოლო ვადა: 14 აგვისტო
|
"კოლხი ჯგუფი" (https://kolkhigroup.ge/), რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე და არის ტრადიციული და ინოვაციური სამშენებლო მასალებისა და პროექტებისა სოლიდური/წამყვანი მომწოდებელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას შოურუმის მენეჯერის პოზიციაზე (2 ვაკანსია)
მდებარეობა:
1. თბილისი, წერეთლის გამზირი 101;
2. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 16 კმ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი - 11:00-19:00
ძირითადი მოვალეობები:
** შოურუმის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის მართვა
** კლიენტების მიღება, პროდუქციის პრეზენტაცია და პროფესიული კონსულტაციის გაწევა
** შოურუმში წარმოდგენილი ექსპოზიციების გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა
** პროდუქციის განლაგებისა და ვიზუალური პრეზენტაციის გაუმჯობესება მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობით
** გაყიდვებზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვა და შესრულება
** მარაგების მონიტორინგი და დროული შეკვეთების უზრუნველყოფა
** მომხმარებლის გამოცდილების მუდმივი გაუმჯობესება და უკუკავშირის ანალიზი
** ახალი თანამშრომლებისთვის ადაპტაცია-გადამზადება
** კონსულტანტების პროდუქციის ცოდნის შეფასება
** თანამშრომელთა მომსახურების სტანდარტების დაცვის მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება საცალო გაყიდვებსა ან შოურუმის მართვაში (სასურველია სამშენებლო ან ინტერიერის დიზაინის სფეროში)
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office, CRM სისტემები - ჩაითვლება უპირატესობად)
** კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა და შესანიშნავი კომუნიკაციის უნარები
** გაყიდვების ტექნიკების ცოდნა და ეფექტური მოლაპარაკების უნარი
** მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტაცია
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@kolkhigroup.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - შოურუმის მენეჯერი.
|
|
|
|