დასახელება:
რესტორნის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გასტრონომი
|
გამოქვეყნდა: 14 ივლისი
/ ბოლო ვადა: 14 აგვისტო
|
"გასტრონომი" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის თანამდებობაზე.
დეპარტამენტი/ფილიალი: FB დეპარტამენტი
სამუშაოს ზოგადი მიმოხილვა/სამუშაოს არსებობის მიზანი: რესტორნის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
ძირითადი მოვალეობები:
** რესტორნის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მაღალი ხარისხის მომსახურების დანერგვა და მონიტორინგი რესტორანში;
** მომხმარებლის კომენტარზე შესაბამისი რეაგირება.
** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა და ცვლის მართვა;
** ცვლის გახსნისა და დახურვის შესაბამისი პროცედურების დაცვა;
** არსებული სტანდარტების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების კანონმდებლობის სრული დაცვა და დაცვის კონტროლი.
** შეკვეთების გაკეთება და მარაგების კონტროლი;
** თანამშრომლების მოტივაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა;
** რესტორანში ინვენტარიზაციის/აღწერის ორგანიზება და კონტროლი;
** ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება
** რესტორნის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;
** რესტორნის სივრცეში არსებული ტექნიკური დანადგარების და აღჭურვილობის კონტროლი, სწორად გამოყენება
** უნიფორმების/სუფრების მარაგების კონტროლი და განაწილება
** ყოველდღიური რეპორტის გაგზავნა ხელმძღვანელებთან
პასუხისმგებელია: ამ თანამდებობრივ პოზიციაზე დაკისრებული მოვალობის ჯეროვნად შესრულებაზე;
საჭირო უნარები:
** დროის მენეჯმენტი;
** მართვის უნარი
** დელეგირების უნარი;
** კოლეგიალობა;
** ორგანიზებულობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
განათლება და კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება; მინიმუმ ერთი უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
** მუშაობის გამოცდილება
** სასურველია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით.
სამუშაო აღწერილობაში განსაზღვრულია მხოლოდ ძირითადი მოვალეობები. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობებისა, თანამშრომელი ვალდებულია შეასრულოს:
** კომპანიის შრომის შინაგანაწესით დადგენილი სტანდარტები;
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვადასხვა დავალებები;
** სხვა ფუნქციონალური დეპარტამენტისგან მიღებული დავალებები, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიღებული დავალებები/ინსტრუქციები, რომელიც განკუთვნილია ყველა თანამშრომლისათვის ან თანამშრომელთა კონკრეტული ჯგუფისთვის;
** ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე პოზიციიდან გამომდინარე ყველა სხვა მოვალეობა, რომლის შესრულება საჭირო გახდეს მომავალში.
შეცვლა: აღნიშნულ თანამდებობის პირს, მისი არ ყოფნისას, შეიძლება ჩაენაცვლოს - FB მენეჯერი, რესტორნის სუპერვაიზერი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: CV@gastronome.ge
|
|
|
|