Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=649931&print=yes&view=jobs
 
ტრენინგი - საკორპორაციო სამართალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენინგი - საკორპორაციო სამართალი
მომწოდებელი: Tbilisi Consulting Group
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
"TCG" აცხადებს მსურველთა მიღებას საკორპორაციო სამართლის ტრენინგზე

"Tbilisi Consulting Group" (TCG) აცხადებს მსურველთა მიღებას საკორპორაციო სამართლის ტრენინგზე. ტრენინგის აღწერილობა და რეგისტრაციის ბმული მოცემულია ქვემოთ. ტრენინგის თემატიკა და დატვირთვა დამოკიდებულია თქვენს არჩევანზე.

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

თითოეული კურსის ხანგრძლივობა ხუთი დღეა (10 საათი). ტრენინგები დაიწყება 19:00 საათზე და დასრულდება 21:00 საათზე. თუმცა ტრენინგის ზუსტი დრო დამატებით შეიძლება შეთანხმდეს ტრენინგზე რეგისტრირებულ მონაწილეებთან.

ტრენინგები ჩატარდება მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.

ვისზეა ტრენინგების თემატიკა გათვლილი:

** სტუდენტები (სამართლის ან ბიზნესის მიმართულებით)
** სტარტაპებისა და კომპანიების მფლობელები/მენეჯერები
** პრაქტიკოსი იურისტები
** ფინანსისტები და ბუღალტრები
** მარკეტოლოგები
** საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული პროფესიონალები

ტრენინგების ფორმატი:

** ლექციები და დისკუსიები
** რეალური საქმეების ანალიზი
** სავარჯიშოები და პრაქტიკული დავალებები
** სანიმუშო განცხადებების მომზადება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოსათვის
** სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება
** მონაწილეებისთვის წინასწარ მომზადებული სასწავლო მასალების მიწოდება

საკორპორაციო სამართლის ტრენინგი

საკორპორაციო სამართლის ტრენინგი შედგება სამი ნაწილისგან. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აირჩიონ როგორი დატვირთვით სურთ ტრენინგის გავლა - ზოგადი მიმოხილვა, გაღრმავება თუ ექსპერტის კურსი.

საკორპორაციო სამართლის ზოგადი მიმოხილვა

ტრენინგის ძირითადი თემები:

** საკორპორაციო სამართლის ძირითადი პრინციპები და მისი განვითარება საქართველოში
** სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები
** საწარმოს დაფუძნება, სადამფუძნებლო შეთანხმება და წესდება
** საფირმო სახელწოდება
** შენატანი, კაპიტალი, წილი
** პარტნიორთა უფლებები და მოვალეობები
** ხელმძღვანელობის მოვალეობები, ზრუნვის მოვალეობა, სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლება
** მმართველობის სტრუქტურა, სამეწარმეო საზოგადოების ორგანოები, კრების ოქმი, სასამსახურო ხელშეკრულება, გენერალური სავაჭრო მინდობილობა
** კონკურენციის აკრძალვა, საქმიანი შესაძლებლობის მითვისება აკრძალვა
** საწარმოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
** თანამედროვე გამოწვევები საკორპორაციო სამართალში და ქართული პრაქტიკა

დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს ამ ბმულზე.
ტრენინგზე რეგისტრაციის ღირებულება 250 ლარია.

საკორპორაციო სამართალი - გაღრმავება

ტრენინგის ძირითადი თემები:

** სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (პარტნიორები და მათი უფლებები და პასუხისმგებლობა, მმართველობის სტრუქტურა)
** შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (პარტნიორები და მათი უფლებები და პასუხისმგებლობა, წილი, კაპიტალი, მმართველობის სტრუქტურა)
** სააქციო საზოგადოება (მოკლე ექსკურსი ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამართალში, აქციები, აქციონერთა უფლებები, უმცირესობაში მყოფი აქციონერის უფლებები, მმართველობის სტრუქტურა, სამეთვალყურეო საბჭო, აუდიტის კომიტეტი და კომიტეტები)
** კოოპერატივი (კოოპერატივის მიზნები და მისი დაფუძნება, პაი, წევრები და მათი უფლებები, მმართველობის სტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი)
** კომანდიტური საზოგადოება (პარტნიორები და მათი უფლებები და პასუხისმგებლობა, მმართველობის სტრუქტურა)

დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს ამ ბმულზე.
ტრენინგზე რეგისტრაციის ღირებულება 350 ლარია.

საკორპორაციო სამართალი - ექსპერტის კურსი

ტრენინგის ძირითადი თემები:

** შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (პარტნიორები და მათი უფლებები და პასუხისმგებლობა, პარტნიორის გარიცხვა საზოგადოებიდან, მმართველობის სტრუქტურა, სამეთვალყურეო საბჭო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში)
** შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (კაპიტალი, წილი, წილების სახეები, წილების კლასები)
** სააქციო საზოგადოება (აქციები, აქციონერთა უფლებები, აქციის ნომინალური, საბაზრო და სამართლიანი ღირებულება, კაპიტალის გაზრდა, ახალი აქციების გამოშვება, აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება, სააქციო საზოგადოებაში დივიდენდის გაცემის წესი, აქციონერთა უფლებები და მოვალეობები, უმცირესობაში მყოფი აქციონერის უფლებები, მინორიტარი აქციის სავალდებულო მიყიდვა)
** სააქციო საზოგადოება (მმართველობის ორგანოთა სტრუქტურა, დუალისტური და მონისტური კორპორაციული მმართველობის სისტემები, კორპორაციული მართვის მოდელები, ხელმძღვანელი ორგანო, სამეთვალყურეო საბჭო, საერთო კრება, გაწეული მუშაობის მოწონება, შეტყობინება საერთო კრების მოწვევის შესახებ, საერთო კრების ოქმი, ინტერესთა კონფლიქტი, მნიშვნელოვანი გარიგება და მისი დადების წესი)
** შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების და სააქციო საზოგადოების წესდებების, კრების ოქმების და საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების განხილვა

დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს ამ ბმულზე.
ტრენინგზე რეგისტრაციის ღირებულება 500 ლარია.

საკორპორაციო სამართლის ტრენერი, დავით მაისურაძე - დავითი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 2009 წლიდან იგი ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. დავითს აქვს სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება. იგი არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მინიჭებული აქვს მაგისტრის (LLM) აკადემიური ხარისხი კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტისაგან (2009) და დოქტორის აკადემიური ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან (2015).

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ: tbilisiconsulting@gmail.com; 577114522
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია