Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=649904&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: Financial Chain Corporation
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
საერთაშორისო საბუღალტრო კომპანია "Financial Chain Corporation" (https://ge.f-chain.com/) 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ბაზარზე და უზრუნველყოფს საბუღალტრო, იურიდიული, პერსონალის მართვის და აუთსტაფინგის მომსახურებას.

გამოცხადებული ვაკანსია: მთავარი ბუღალტერი

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება Fina-ს);
** ინგლისური ენის ცოდნა (რუსული ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
** თვის და წლის ოპერაციების დახურვა კომპანიაში არსებული ვადების შესაბამისად;
** ყოველთვიური დეკლარაციებისთვის ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გადაგზავნა/წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** ყოველთვიური შიდა რეპორტინგის წარმოება;
** სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ფორმების მომზადება და წარდგენა.

სამუშაო გრაფიკი/პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ჟიული შარტავას ქუჩა #41;
** ანაზღაურება- ხელზე ასაღები 2200 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (კვირაში 20 საათი, შაბათ-კვირის გარდა, დღეების შეთანხმება შესაძლებელია)
** სამუშაო დრო: 10:00-19:00.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.georgia@f-chain.com გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მთავარი ბუღალტერი".

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს "ფაინენშლ ჩეინ კორპორეიშნ"-ის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის არსებულ, ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. მონაცემები ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია