Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: პეპეტ ენდ სალტი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
კომპანია "პეპეტ ენდ სალტი" აცახდებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, ყაზბეგის რაიონის სოფელ ფანშეტში მდებარე სასადილოში.

ძირითადი მოვალეობები

** მომხმარებლის კონსულტაცია პროდუქციის არჩევისას;
** კონსულტაციის პროცესში მომხმარებლისთვის საკვების შეთავაზება;
** Take Away და ონლაინ შეკვეთების მომზადება, და მისი აღრიცხვა;
** პროდუქციაზე ვადების კონტროლი და ფასების მონიტორინგი;
** გაყიდული პროდუქციის პროგრამული ასახვა, დღის დახურვა და შედეგების შესაბამის პირებთან რეპორტი;

ძირითადი მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება სარესტორნო მომსახურების სფეროში;
** ერთი უცხო ენის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კვებით და უნიფომრით უზრუნველყოფას
** საცხოვრებლით უზრუნველყოფას
** 8+1 საათიანი ცვლები
** ანაზღაურება 1500 ლარიდან.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: ps.bufet@gmail.com სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე + 995500501306.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე