დასახელება:
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
DG Group
|
გამოქვეყნდა: 14 ივლისი
/ ბოლო ვადა: 14 აგვისტო
|
შპს "დჯ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
გრაფიკი: სრული, კვირაში 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: 1600 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
** კომპანიის ქსელისა და სისტემის გამართული მუშაობის ტექნიკური მხარდაჭერა და უზრუნველყოფა;
** პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია, გამართვა
** აპარატურული და პროგრამული მხარის კონტროლი, განვითარება, დიაგნოსტირება და შეკეთება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ოპერაციული სისტემების MS Windows საფუძვლიანი ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** დავალებების პრიორიტეტებად განაწილების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@dgholding.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|