Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=649897&print=yes&view=jobs
 
ტრანსპორტის მონიტორინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრანსპორტის მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტის მონიტორინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ფეიქართა 14გ
განაკვეთი: 5 დღიანი სამუშაო კვირა

მოვალეობები:

** კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო რესურსის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ტექნიკის გეგმიური და არაგეგმიური ტექდათვალიერების ზედამხედველობა/მონიტორინგი;
** საწვავის განაწილების მონიტორინგი;
** ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მონიტორინგი.

მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების, მათ შორის ექსელის ცოდნა;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2025 წლის 31 ივლისამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ტრანსპორტის მონიტორინგის სპეციალისტი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია