დასახელება:
მარაგების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Wilbour Holding
|
გამოქვეყნდა: 14 ივლისი
/ ბოლო ვადა: 14 აგვისტო
|
ვილბურ ჰოლდინგი არის ჯგუფი, რომელიც რამდენიმე შვილობილ კომპანიას აერთიანებს, სხვადასხვა დარგში.
ინდუსტრიები ამჟამად მოიცავს: საცალო გაყიდვებს (IZIPIZI, Giggles Concept, Messyweekend), სტუმარმასპინძლობას (რესტორანი Brod, სასტუმრო Bellhop), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
ვილბულ ჰოლდინგი აცხადებს მარაგების მენეჯერის ვაკანსიას.
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი (შაბათ-კვირა დასვენება)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის ტრანსპორტირებისა და დასაწყობების სრული ციკლის ორგანიზება/მართვა; ტრანსპორტირების გრაფიკების მართვა და დროული შესრულების კონტროლი
** პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია, ფასების ანალიზი, შეთავაზებების შედარება, პარტნიორების შერჩევა და სათანადო დოკუმენტაციის მოწესრიგება
** მარაგების მართვის პროცესების ეფექტური ავტომატიზაცია
** საწყობებისა და მარაგების მართვა პლატფორმის მეშვეობით
** ეფექტური კომუნიკაციის მართვა კომპანიის შიდა/გარე პირებთან, პარტნიორებთან
** პროდუქციის ინვენტარიზაცია/აღწერა, პროგრამაში ასახვა და მათი გადანაწილების პროცესის სრული მართვა; მარაგებში არსებული პროდუქციის სტატუსების მუდმივი განახლება, მარაგების ანალიზის მომზადება და რეპორტინგი
** ჩამოსაწერი პროდუქციის მარაგების მართვა ფინანსურ დეპარტამენტთან კოორდინაციით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ეკონომიკა)
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება რელევანტურ ინდუსტრიებში მუშაობის გამოცდილება)
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის გათვალისწინებით
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** შემოქმედებითი ხედვა, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|