Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=649837&print=yes&view=jobs
 
რენტგენის ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რენტგენის ტექნიკოსი
მომწოდებელი: კავკასიის მედიცინის ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
"კავკასიის მედიცინის ცენტრი" წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას.

ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.

"კავკასიის მედიცინის ცენტრში", ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: რენტგენის ტექნიკოსის პოზიციაზე.

გრაფიკი: 16/24 სთ მორიგეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლების მე-5, მე-6 კურსის სტუდენტი ან სპეციალიზებული განათლება;
** აუცილებელია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ზოგად საკითხებში საშუალო მედპერონალისთვის მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში;

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტის სწორი დიაგნოსტირების მიზნით, რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარებისთვის ყველა საჭირო პროცედურის შესაბამისი გაიდლაინებითა და პროტოკოლებით ჩატარება;
** ექიმი რადიოლოგისთვის მიღებული შედეგის მიწოდება საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად;
** ექიმი რადიოლოგთან შესაბამისი კონსულტაციების გავლა პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე;
** რადიოლოგიური სტანდარტების დაცვა;
** რენტგენის (X-ray) სხივების კორექტული, მიზნობრივი შერჩევა;
** პაციენტის დაცვა არასასურველი დასხივებისაგან (მხოლოდ გამოსაკვლევი ობიექტის დასხივება);
** რენტგენოლოგიური კვლევის წარმოება, შედეგის დამუშავება;
** ექიმი რადიოლოგისთვის მიღებული შედეგის მიწოდება საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად;
** პაციენტის პირადი მონაცემების შეყვანა ელექტრონულ პროგრამაში;

ანაზღაურება: (ფიქსირებული); 900 ლარი + ხელფასი ნოზოლოგიიდან;

ვეძებთ ადამიანს, ვისაც:

** აქვს განვითარების დიდი მოტივაცია;
** აქვს შედეგზე ორიენტირი;

ჩვენი მხრიდან გპირდებით:

განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, საინტერესო საქმეს და მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს.

დაინტერესებულმა პირებმა მომწერეთ ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მითითებულ მეილზე: careers@cmchospital.ge და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია