Робота для біженців з України
საზოგადოებასთან ურთიერთობის/პიარის მენეჯერი სკოლასა და ბაღში
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის/პიარის მენეჯერი სკოლასა და ბაღში
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 12 ივლისი / ბოლო ვადა: 12 აგვისტო
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის/პიარის მენეჯერის პოზიციაზე სკოლასა და ბაღში.

ძირითადი მოვალეობები:

** სკოლასა და ბაღში საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვა
** მშობლებთან და თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა
** სოციალური მედია პლატფორმების მართვა: TikTok, Facebook, Instagram და სხვა
** კონტენტის დაგეგმვა, მომზადება და განთავსება
** პიარის კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება
** პროექტების დაგეგმვა და კოორდინაცია ტექნიკურ მენეჯერთან და საქმის მწარმოებელთან ერთად
** ღონისძიებების ორგანიზება
** სკოლასა და ბაღში ვიზიტორების მართვა და კოორდინაცია
** ვიზიტების წინასწარ დაგეგმვა და სტუმრების ინფორმირება
** ვიზიტების შემდეგ უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის
** შიდა კომუნიკაციის მართვა (თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეების გავრცელება)
** პოტენციურ მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან კომუნიკაცია
** სკოლისა და ბაღის ბრენდინგის განვითარება და იმიჯის დაცვა
** საზოგადოებრივი ღონისძიებების მხარდაჭერა და ორგანიზება
** კრიზისული სიტუაციების მართვა და დროული რეაგირება მედიის მიმართ
** სოციალური ქსელების სტატისტიკის და ანალიტიკის წარმოება, ანგარიშების მომზადება
** საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებისთვის ტრენინგების დაგეგმვა კომუნიკაციისა და პიარის თემებზე

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა
** ძლიერი კომუნიკაციის უნარები ქართულად და ინგლისურად
** სოციალური ქსელების მართვის პრაქტიკული გამოცდილება და ტრენდების ცოდნა
** კრეატიული აზროვნება და სიახლეების დანერგვა
** გუნდურად მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი დონე

რას გთავაზობთ:

** მეგობრული და მოტივირებული გუნდი
** განვითარებისა და ახალი იდეების განხორციელების შესაძლებლობა
** ინოვაციური გარემო და სტაბილური ანაზღაურება

სამუშაო ადგილი: კრწანისის 14გ
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 09:00-17:00

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV: vered@chabad.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე