დასახელება:
ადმინისტრატორი-ბარისტა
|
მომწოდებელი:
ვაიბ სამუშაო სივრცე და კაფე
|
გამოქვეყნდა: 11 ივლისი
/ ბოლო ვადა: 11 აგვისტო
|
"ვაიბ სამუშაო სივრცე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ადმინისტრატორი-ბარისტა.
"ვაიბი" არის სამუშაო სივრცე, სადაც შექმნილია მყუდრო და კომფორტული გარემო სტუმრებისთვის. სივრცეს ესაჭირეობა ადმინისტრატორი- ბარისტა, ვინც უზრუნველყოფს სტუმრების მიღებას, მომსახურებას და ბარში არსებული პროდუქტებით გამასპინძლებას (ცხელი და ცივი სასმელები / დესერტები/ტოსტი).
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, 3 ანა პოლიტკოვკსაიას ქ. "შენი სახლი ჯიქიაზე"
სამუშაო დრო: ცვლაში, შეთანხმებით. ცვლები 10:00-19:00 (კვირაში 3-4 დღე), მეორე თანამშრომელთან შეთანხმებით.
სამუშაო ანაზღაურება: სამუშაო დღე 45₾
მოთხოვნები:
** საშუალო განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება
** გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე
** საოფისე და აღრიცხვის პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება
** სალაროში წარმოებული ოპერაციების ყოველდღიური შედარება და სიზუსტის დაცვა
** გაყიდული პროდუქციის სწორად გაცემის კონტროლი
** ბარის მენიუში არსებული პროდუქტების მომზადება და შეთავაზება (ცხელი/ ცივი სასმელები/ დესერტები/ ტოსტი)
** გაყიდული პროდუქციის პროგრამაში გატარებისას მისი კოდის სიზუსტის კონტროლი
** მომხმარებელთან კომუნიკაცია და სივრცის გაცნობა
** წევრების სიის კონტროლი (ანგარიშის გახსნა / გაუქმება)
** სივრცის სრულად კონტროლი სამუშაო დროს
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს
** მოქნილ გრაფიკს, ცვლების შეთანხმებით
** ბარის ნაწილში დამატებით ბონუსურ სისტემას
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: info@workvibe.net.
|
|
|
|